1947 წელს, მეორე მსოფლიო ომისშემდგომ იტალიაში გუჩის მოდის სახლი დიდი გამოწვევის - ტყავის დეფიციტის წინაშე დადგა. მოდის სახლის დამფუძნებელი გუჩიო გუჩიმ და ფლორენციელი ოსტატების ჯგუფმა ჩანთის სახელურის დამზადება ტყავის ნაცვლად, იმპორტირებული ბამბუკით დაიწყეს. სწორედ აქ დაიბადა იტალიური ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ჩანთა - Gucci Bamboo. ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოწვევა შესაძლებლობად აქციო. ბამბუკის სახელური, რომელიც თავდაპირველად გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად იქნა გამოყენებული, მოგვიანებით გუჩის მოდის სახლის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. დღეს ჩანთა Gucci Bamboo ელეგანტურობისა და ინოვაციურობის სიმბოლოა.
გუჩის ოსტატი ფლორენციაში, 1953 წელი
ჩანთის ბამბუკის სახელური და საკეტი ზედმიწევნით იყო ხელით დამუშავებული. ლაქირებული, პრიალა და დახვეწილი ზედაპირი ჩანთის სიმბოლოდ იქცა. გუჩიმ აღნიშნული ტექნიკა დააპატენტა და მას დღემდე იყენებენ გამოცდილი სპეციალისტები.
ph: LORENZO VITTURI
Gucci Bamboo-ს წარდგენას დიდი წარმატება მოჰყვა. ჩანთის კინემატოგრაფიული დებიუტი არანაკლებ დრამატული იყო, რადგან ინგრიდ ბერგმანს 1954 წლის ფილმში "Viaggio in Italia" პომპეის Grande Palestra-ს ნანგრევების ფონზე ბამბუკის სახელურიანი ჩანთა ეჭირა. ეს ჩანთის ბრწყინვალე ისტორიის მხოლოდ დასაწყისი იყო. გუჩის საკულტო აქსესუარი მოგვიანებით მიქელანჯელო ანტონიონის ორ ფილმში გამოჩნდა, რომლებშიც ელეონორა როსი დრაგო და ვანესა რედგრეივი მონაწილეობდნენ.
ინგმარ ბერგმანი გუჩის ბამბუკის ჩანთით ფილმში “Viaggio In Italia”
Gucci Bamboo-ს სტილი დროსთან ერთად ვითარდებოდა. 1990-იან წლებში პრინცესა დიანა Gucci-ს მასიური სტილის ჩანთას ატარებდა , რომელსაც ასევე ბამბუკის სახელურები ამშვენებდა. გუჩის აწ უკვე ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ, 2021 წელს ეს საკულტო აქსესუარი ხელახლა წარადგინა როგორც "Gucci Diana" და ის კაფსულა კოლექციის - "Gucci Beloved" ნაწილი გახადა.
პრინცესა დიანა გუჩის ჩანთით
გუჩის ეს აქსესუარი დღეს ცნობილია "Gucci Bamboo 1947"-ის სახელით. ალესანდრო მიკელემ, მოდის სახლის ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, 2022 წელს ჩანთის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა, ფერთა ფართო პალიტრითა და სხვადასხვა ზომის ხელსაკიდის ვარიანტით. Gucci Bamboo bag სელებრითების საყვარელი აქსესუარია და მას A-lister-ების აქსესუარებში საპატიო ადგილი უკავია.
ჰარი სტაილსი
გუჩის ბამბუკის ჩანთა უფრო მეტია ვიდრე აქსესუარი. Gucci Bamboo მოდის მიმდევრების საოცნებო ინვესტიციაა.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.