„სხვა ლეველის ოდისეა“ - ქართული ანიმაციური სერიალი უფროსებისთვის
#კინოდღეს, 20:00 საათზე, Cavea+ზე ახალი ლეველის ქართული ანიმაციის - „სხვა ლეველის ოდისეას“ პრემიერა გაიმართება. ვისაც სერიალის თიზერის ხილვისას პირველი რიკი და მორტი ამოგიტივტივდათ გონებაში, თქვენ მარტო არ ხართ, „სხვა ლეველის ოდისეას“ შემქმნელების ერთ-ერთი ინსპირაციად სწორედაც რომ პოპულარული ანიმაციური სიტკომი იქცა, თუმცა ქართული ნარატივით, ქართული საუნდტრეკებით და ჩვენთვის აქტუალური მნიშვნელოვანი გზავნილებით.