ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
„დინამო“ თბილისი საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე და ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ქართული სპორტის ისტორიაში. განცხადებამ, რომელიც ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა საკუთარ Facebook გვერდზე რამდენიმე საათის წინ გავრცელა, სოციალურ მედია სრულიად დაიპყრო. დღეს, როგორც არასდროს სპორტი იქნება ეს თუ კულტურა, მედია თუ ბიზნესი, ყველა, აბსოლუტურად ყველა, ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ.
გთავაზობთ „დინამო“ თბილისის განცხადებას უცვლელად:
"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.
როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას".