ჯერ არ შეგვხვედრია დედა, რომელიც შვილ(ებ)თან გატარებულ დროზე მეტად სხვა რაიმეს აფასებდეს. ამ დედის დღეს, საჩუქრები და თბილი სიტყვები, თქვენი მხრიდან, უპირობო სიყვარულის გამოვლინებად იქცევა, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს მათთან სასიამოვნოდ გატარებულ დროს დავუმატებთ, ეჭვის არ გვეპარება, რომ თითოეული დედისთვის დაუვიწყარ და სრულყოფილ დღეს შევქმნით, ამაში კი 10 საუკეთესო ფილმით დაგეხმარებით, რომელიც ამ დღეს, დედებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ.
1. Mamma Mia!
უდავოდ, ყველა დროის ყველაზე გულწრფელი, მხიარული და ღიმილიმომგვრელი კლასიკა, ABBA-ს უკვდავი სიმღერების ინტერპრეტაციებითა და შესანიშნავი სამსახიობო შემადგენლობით, ყოველთვის ახერხებს ჩვენს ხასიათზე მოყვანას.
2. Stepmom
დაძაბულობა და ემოციური ჯანყი ფილმის სიუჟეტს გასდევს, ბუნებრივიცაა, Stepmom ხომ ორი ქალის: დედისა და დედინაცვლის ირიბი დაპირისპირებისა და პირადი ბრძოლის შესახებ გვიამბობს, გამარჯვებული ამ ომში მხოლოდ ბავშვები უნდა იყვნენ...
3. Little Women
150 წელზე მეტია, რაც ლუიზა მეი ალკოტის კლასიკური რომანი თაობებს აღაფრთოვანებს. გრეტა გერვიგის უახლესი ეკრანიზაცია ყველა იმ გრძნობის ერთობლიობას აღძრავს, რომელიც ამ მშვენიერი რომანის გაცოცხლებისას უნდა გვეუფლებოდეს.
4. Lady Bird
დედასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობა შესაძლოა საკმაოდ ჩახლართულია, ერთი მხრივ სიყვარულისა და მიმღებლობის სურვილი მეორე წუთს შესაძლოა მძაფრი ემოციებით გადაიფაროს. გრეტა გერვიგის ოსკარზე ნომინირებულ, ნახევრად ავტობიოგრაფიულ რეჟისორულ დებიუტში, ეს დამაბალანსებელი მოქმედება ბრწყინვალედ არის ასახული სირშა რონანისა და ლორი მეტკალფის მიერ.
5. The Lost Daughter
2006 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული „დაკარგული ქალიშვილი“ არის დამაჯერებელი ფილმი, რომელიც ეხება დედობის სტერეოტიპებს. ფილმი ძირითადად მოთხრობილია ფლეშბეკებით - შუახნის პროფესორის ლედა კარუზოს თვალსაზრისით, იგი აფასებს მის ურთიერთობას შვილებთან, შვებულებაში გაცნობილი დედა-შვილის ნინასა და ელენას მაგალითზე.
6. The Joy Luck Club
ემი ტანის ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ოთხი ქალის შესახებ, რომლებიც დაიბადნენ ჩინეთში, მაგრამ ამერიკაში ემიგრანტებად იქცნენ. ახალ სამყაროსთან ადაპტაციისას და ორ კულტურას შორის ქალიშვილების გაზრდის პროცესში, ისინი იღებენ მკაცრ გადაწყვეტილებებს და ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებენ. ეკრანიზაციაში მთხრობელი ჯუნია (მინგ-ნა ვენი), რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მიემგზავრება ჩინეთში. როდესაც ის და მისი მეგობრები იხსენებენ დედების ცხოვრებას, განსხვავება მათ სამყაროებს შორის უფრო და უფრო ნათელი ხდება.
7. Room
ბრი ლარსონი, რომელმაც ამ ფილმის შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო მოიპოვა, გატაცებული ახალგაზრდა გოგოს შემზარავი რეალური ისტორიის მთავარი გმირია, რომელიც გატაცებაში დაბადებული ვაჟის საპყრობილედან გასათავისუფლებლად იბრძვის.
8. Everything Everywhere All at Once
2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერი სამეცნიერო ფანტასტიკა შესანიშნავი არჩევანია დროის სასიამოვნოდ გასაყვანად და მასთან ერთად დედაშვილობის ძალისა და მისი უხილავი კავშირის შესახებ დასაფიქრებლად.
9. Lion
ხელსახოცები მოიმარაგეთ, წინ დიდი ემოციური თავგადასავალი გელოდებათ. ნამდვილ ამბაზე დაფუძნებული და ოსკარზე ნომინირებული ეკრანიზაცია იმის მტკიცებულებაა, რომ ყოველთვის შეგვიძლია სახლში დაბრუნება სანამ Google Earth-ზე წვდომა გვაქვს. ინდოელი მამაკაცის - სარო ბრიერლის დიდი ხნის დაკარგული ოჯახის ძიების ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ცრემლების გარეშე არ გაგიშვებთ.
10. Three Billboards Outside Ebbing, Missouri
კიდევ უფრო განსხვავებული ხედვა დედის სიძლიერისა და მისი შეუპოვრობის შესახებ, სრულყოფილადაა გადმოცემული ოსკარის მფლობელ Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ში. ერთი დედის ამბავი, ქალიშვილის მკვლელის ძიებაზე, გულგრილს არავის დატოვებს.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ – თამთა მელაშვილის რომანი პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ემოციურად დატვირთული ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება და ეკრანიზაციაც მოჰყვა, მკითხველს ძლიერი შთაბეჭდილებით ტოვებს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.