მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოახლოებულ ინტერვიუს, რომელიც სასექსის ჰერცოგებმა ექსკლუზიურად ოპრა უინფრისთან ჩაწერეს. CBS-ის Youtube არხზე, უკვე გავრცელდა 30-წამიანი თიზერი ინტერვიუდან, რომელიც დიდი საიდუმლოებების გამხელას გვიქადის.
მინდა ყველამ გაიაზროს ,აქ არ არსებობს ტაბუდადებული თემები - აცხადებს ოპრა უინფრი
რამდენიმეწამიანი თიზერიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ წინ სტანდარტული ინტერვიუ სულაც არ გველის. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დუმილის დარღვევა განიძრახეს და საკუთარ სიმართლეს სულ მალე ნათელს საჯაროდ მოჰფენენ. სასექსის ჰერცოგებმა ინტერვიუსთვის არა სტუდია, არამედ გამწვანებული ბაღი შეარჩიეს, რომელიც დასავლური მედიის მტკიცებით, სწორედ მეგანისა და ჰარის ლოს-ანჯელესის სახლშია განთავსებული.
შენ დუმდი თუ დუმილს გაიძულებდნენ?
ოპრასგან პირველი დამაინტრიგებელი შეკითხვაც გაისმის მეგანის მიმართ და სიჩუმე ასეთი მრავლისმთქმელი არასდროს ყოფილა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ინტერვიუს თავდაპირველად ოპრასა და სასექსის ჰერცოგინიას შორის გაიმართება, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გატარებულ პერიოდზე, ქორწინებაზე, დედობასა და ქველმოქმედებაზე ისაუბრებს. მოგვიანებით კი მეგანს პრინცი ჰარიც შეუერთდება და ის ბრუტალური ისტორიის განმეორებას შეგვახსენებს და დიდი ბრიტანეთიდან წამოსვლის მთავარ დეტალებსაც გაგვიმხელს.
შეგახსენებთ, რომ ვალენტინობის საერთაშორისო დღეს პრინცმა ჰარიმ და მეგანმა გაგვიმხილეს, რომ მეორე შვილს ელოდებიან და თბილი ოჯახური პორტრეტიც გაგვიზიარეს. წამოზრდილი მუცლით მეგანი, ოპრა უინფრისთანაც გამოჩნდა, სასექსის ჰერცოგინიამ Armani-ს შავი კაბა, Aquazzura-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და პრინცესა დიანას სამაჯური მოირგო.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.