APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.

15 ოქტომბერს, ტეხასში, SpaceX-ის საცდელ სივრცეში გამართულ პრეზენტაციაზე Tesla-მ ახალი Roadster-ის პროტოტიპი წარადგინა. ავტომობილი სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე თავდაყირა გადაადგილდა, ჰაერში აიჭრა, ბრუნი შეასრულა და კვლავ ბორბლებზე დაეშვა. უსაფრთხოების მიზნით ყველა მანევრი მძღოლის გარეშე შესრულდა.
Roadster-ის ახალი ვერსია Tesla-მ SpaceX-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. შეკუმშული აირის სისტემა ავტომობილს მცირე სიმაღლეზე ასვლისა და ჰაერში მოკლე მანევრების შესრულების საშუალებას აძლევს. ძარის ქვედა ნაწილში მოთავსებული ვენტილატორები კი ავტომობილს ზედაპირზე აკავებს, რის გამოც მან თავდაყირა მოძრაობაც შეძლო.

დემონსტრაციისას Roadster-ი რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის Cybertruck-სა და Cybercab-ს, გადაახტა. პროტოტიპს სრულფასოვანი ფრენა არ შეუძლია და თვითმფრინავის მსგავსად ჰაერში ხანგრძლივად ვერ გადაადგილდება.
Tesla-ს განცხადებით, ახალი Roadster ადგილიდან 97 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ერთ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს აღემატება, ხოლო ერთი დამუხტვით 480 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.

Roadster სამი ვერსიით გამოვა. ორადგილიანი Performance გზაზე და სარბოლო ტრასაზე მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. Thrust-ს დამატებითი გამწევი სისტემა ექნება, ერთადგილიანი Rocket კი ჰაერში მოკლე მანევრების შესრულებას შეძლებს. Rocket ვერსიას თავად Tesla მხოლოდ შერჩეულ მომხმარებლებს შესთავაზებს. საჯარო გზებზე მისი საფრენი შესაძლებლობების გამოყენება ჯერ ნებადართული არ არის.
Performance ვერსიის დასაჯავშნად Tesla 50 000 დოლარს ითხოვს, Thrust-ის შემთხვევაში კი წინასწარი შენატანი 250 000 დოლარია. ავტომობილების საბოლოო ფასი ჯერ არ გამოცხადებულა.
Tesla-მ მეორე თაობის Roadster პირველად 2017 წელს წარადგინა და წარმოების დაწყება 2020 წლისთვის დააანონსა. პროექტი რამდენჯერმე გადაიდო, ახალი გეგმით კი ავტომობილის გამოშვება 2028 წელს უნდა დაიწყოს.
Tesla სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თვითმართვად ავტომობილებს. ილონ მასკის თქმით, Roadster-ი კომპანიის ბოლო მოდელია, რომლის მართვაც მძღოლს თავად შეეძლება. პრეზენტაციაზე პროტოტიპი აჩვენეს, ამიტომ ჯერ უცნობია, მისი რომელი შესაძლებლობები ექნება სერიულ მოდელს.