#ცნობილები #სამეფო ოჯახი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მეორე შვილს ელოდებიან

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოჯახში მატებაა! მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რიგით მეორე შვილს ელოდებიან. სიახლის შესახებ, ვალენტინობის დღეს გახდა ცნობილი, წყვილის ნდობით აღჭურვილი პირისგან, რომელმაც The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში სასიხარულო ამბავი გააჟღერა, მოგვიანებით კი სიახლე თავად მეგანმა და პრინცმა ჰარიმაც დაადასტურეს.

ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ არჩი უფროსი ძმა გახდება. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარული არიან იმ ფაქტით, რომ მათ მალე მეორე შვილი შეეძინებათ.

სიახლის გავრცელებიდან სულ რამდენიმე წუთში, ფოტოგრაფმა მეისონ ჰარიმანმა მეგანისა და პრინცი ჰარის ახალი პორტრეტი გამოაქვეყნა, რომელშიც სასექსის ჰერცოგინიას წამოზრდილი მუცელი უკვე ნათლად ჩანს. მეგანს უმშვენიერესი თეთრი კაბა ამშვენებს, რომელიც Carolina Herrera-მ ექსკლუზიურად ამ პორტრეტისთვის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისის თვეში სასექსის ჰერცოგინიას მუცელი მოეშალა, ამ დანაკარგის შესახებ მეგანმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, The New York Times-ში გამოქვეყნებულ ესეში ისაუბრა.

არჩის საფენებს ვუცვლიდი, როდესაც მოულოდნელად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. მეორე წუთას იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მეჭირა, მას იავნანა ვუმღერე, რათა ორივე დავმშვიდებულიყავით.

"მხიარული სიმღერა კონტრასტში მოდიოდა ჩემს ემოციებსა და გრძნობებთან, ვიცოდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. ნელნელა იმის გაცნობიერება დავიწყე, რომ იმ მომენტში, როდესაც პირველ შვილს გულში ვიკრავდი, მეორეს ვკარგავდი. რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში ვიწექი და მეუღლის ხელი მეჭირა. პალატის ცივი, თეთრი კედლების თვალიერებისას, ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ შევძლებდით ამ სიტუაციის გადალახვას".

ზევით