#კულტურა #მუსიკა #კინო

ყველაფერი ოქროს გლობუსი 2025-ის შესახებ

გაზიარება:

TheDiary-ს მკითხველთან ოქროს გლობუსის ცერემონიის ამბებით დავბრუნდით. რიგით 82-ე ღონისძიების წამყვანი ნიკი გლეისერი გახლდათ, რომელმაც საღამო ტრადიციულად სახალისო სიტყვით გაიხსნა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამერიკელმა სთენდაფერმა არავინ დაინდო და ბოლო დროს ყველაზე გახმაურებულ P. Diddy-საც გადასწვდა.

ნიკი გლეისერი, nikki glaser, ოქროს გლობუსი 2025
ph: Rich Polk/Getty Images

ნიკიმ სცენიდან Wicked-ის ვარსკვლავურ მაგიდასაც მიმართა, რომელსაც არიანა გრანდე და სინთია ერივო ამშვენებდნენ. აქვე იმყოფებოდა სელენა გომესი საქმროსთან, ბენი ბლანკოსთან ერთად. საღამოზე მსახიობი - ტომოთი შალამე კაილი ჯენერთან ერთად ვიხილეთ. სტუმრებს შორის ასევე გახლდათ BabyGirl-ის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი, რომელიც გუშინ ოქროს გლობუსზე მეოცედ იყო წარდგენილი.

ზენდეია, ოქროს გლობუსი 2025
ph: Daniel Cole/Reuters

ცერემონიას ასევე ესწრებოდა ზენდეია, რომელსაც საინტერესო როლებით დახუნძლული წელი ჰქონდა. მსახიობის ხელს ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებდა, შესაბამისად მისი და ტომ ჰოლანდის ნიშნობის შესახებ სამართლიანი ეჭვიც გაჩნდა.

სელენა გომესი, ბენი ბლანკო, ოქროს გლობუსი 2025
სელენა გომესი და ბენი ბლანკო. ph: Getty Images

რაც შეეხება ნომინანტებს, ოქროს გლობუსის ყველაზე მეტ, 10 ნომინაციაში წარდგენილი ნამუშევარი Emilia Pérez-ი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, რომელმაც საუკეთესო მიუზიკლისა და საუკეთესო კომედიის ჯილდოებთან ერთად, საუკეთესო არა-ინგლისურენოვანი ფილმის ტიტულიც დაიმსახურა. ნამუშევარი თავისი არსით იმდენად ფემინურია, რომ მისი თითოეული გამარჯვება ქალების საერთო ტრიუმფადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთან ერთად, ფილმში ზოი სალდანას შთამბეჭდავმა შესრულებამ მას საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდოც მოუტანა.

Emilia Pérez cast, ოქროს გლობუსი 2025
Emilia Pérez-ის ქასტი. ph: Michael Buckner/Getty Images

აუცილებლად უნდა ვახსენოთ სატელევიზიო შოუ Shōgun, რომელმაც ყველა იმ ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელშიც წარდგენილი იყო. მათ შორის აღსანიშნავია საუკეთესო სატელევიზიო დრამის ნომინაცია. ანა სავაიმ და ჰიროიუკი სანადამ საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის დაიმსახურეს ჯილდოები, ტადანობუ ასანო კი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის პრიზით დაბრუნდა შინ.

ანა სავაი, shogun, ოქროს გლობუსი 2025
ანა სავაი. ph: Rich Polk/Getty Images

შეგვიძლია, The Brutalist საღამოს ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულ ნამუშევრად ვაღიაროთ. ფილმმა, რომელიც შვიდ კატეგორიაში იყო ნომინირებული, სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო დრამა, საუკეთესო მსახიობი (Adrien Brody) და საუკეთესო რეჟისორი (Brady Corbet).

ედრიენ ბროუდი, ოქროს გლობუსი 2025
ედრიან ბროუდი. ph: Rich Polk/Getty Images

დაჯილდოებაზე დემი მურის ტრიუმფიც ვიხილეთ. მურმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო The Substance-ში შესრულებული როლით დაიმსახურა. სცენაზე ჯილდოს ასაღებად ასულმა 62 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს როლი მისთვის ცხოვრების მძიმე პერიოდის დასასრული აღმოჩნდა.

დემი მური, ოქროს გლობუსი 2025
ph: Rich Polk/Getty Images

ახლა კი, მოდით თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს შევავლოთ თვალი:

საუკეთესო ფილმი, დრამის კატეგორიაში

“The Brutalist”

საუკეთესო ფილმი მიუზიკლის/კომედიის კატეგორიაში

“Emilia Pérez”

საუკეთესო ფილმი, ანიმაციის კატეგორიაში

“Flow”

Flow cast, ოქროს გლობუსი 2025
Flow-ს მსახიობები. ph: AP Photo/Chris Pizzello

კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება

“Wicked”

wicked, ალქაჯი, ოქროს გლობუსი 2025

საუკეთესო არა-ინგლისურენოვანი ფილმი

“Emilia Pérez”

საუკეთესო მსახიობი ქალი - დრამა

Fernanda Torres, “I’m Still Here”

Fernanda Torres, I'm still here, ოქროს გლობუსი 2025

საუკეთესო მსახიობი კაცი - დრამია

Adrien Brody, “The Brutalist”

საუკეთესო მსახიობი ქალი - მიუზიკლის/კომედია

Demi Moore, “The Substance”

საუკეთესო მსახიობი კაცი - მიუზიკლის/კომედია

Sebastian Stan, “A Different Man”

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - დრამა

Zoe Saldaña, “Emilia Pérez”

Zoe Saldaña, ზოი სალდანა, ოქროს გლობუსი 2025
ph: Christopher Polk/Getty Images

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - დრამა

Kieran Culkin, “A Real Pain”

საუკეთესო რეჟისორი - დრამა

Brady Corbet, “The Brutalist”

Brady Corbet, The brutalist, ოქროს გლობუსი 2025

საუკეთესო სცენარი

Peter Straughan, “Conclave”

საუკეთესო კინომუსიკა

Trent Reznor and Atticus Ross, “Challengers”

საუკეთესო სიმღერა

“El Mal,” “Emilia Pérez”

საუკეთესო სერიალი - დრამა

“Shogun”

shogun, ოქროს გლობუსი 2025
ph: AP Photo/Chris Pizzello

საუკეთესო სერიალი - მიუზიკლი/კომედია

“Hacks”

საუკეთესო მინისერიალი

“Baby Reindeer”

baby reindeer cast, ოქროს გლობუსი 2025
Baby Reindeer-ის მსახიობები. ph: AP Photo/Chris Pizzello

საუკეთესო მსახიობი ქალი ტელესერიალში - დრამა

Anna Sawai, “Shogun”

საუკეთესო მსახიობი კაცი ტელესერიალში - დრამა

Hiroyuki Sanada, “Shogun”

საუკეთესო მსახიობი ქალი ტელესერიალში - მიუზიკლი/კომედია

Jean Smart, “Hacks”

საუკეთესო მსახიობი კაცი ტელესერიალში - მიუზიკლი/კომედია

Jeremy Allen White, “The Bear”

Jeremy Allen White, ოქროს გლობუსი 2025

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში

Jodie Foster, “True Detective: Night Country”

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში

Colin Farrell, “The Penguin”

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ტელესერიალში

Jessica Gunning, “Baby Reindeer”

კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ტელესერიალში

Tadanobu Asano, “Shogun”

საუკეთესო შესრულება სატელევიზიო Stand-up კომედიაში

Ali Wong, “Ali Wong: Single Lady”

ზევით