Shiz-ის უნივერსიტეტის სტუდენტების საცხოვრებელში, ერთი ოთახი გლინდას ვარდისფერ სამყაროდ აქვს გადაქცეული. ერთ დღესაც, უნივერსიტეტის კედლებში შემოაბიჯებს უნიკალური ელფაბა და გლინდასთან ერთად ცხოვრებას იწყებს. ეს არის მეგობრობის დასაწყისი, რომელიც სათავგადასავლო მიუზიკლის "Wicked" ცენტრალური თემაა და გულგრილს ვერავის ტოვებს.
ფილმის ტრეილერიც ემოიციების ქარცეცხლისთვის გვამაზადებს. მიუზიკლი, რომელიც რეჟისორ ჯონ ემ ჩუს შემოქმედებაა, დიდ ეკრანებზე 22 ნოემბერს გამოჩნდება. დიდი პრემიერა სიდნეისა და ლოს-ანჯელესში უკვე შედგა.
როგორც ყოველთვის, პრემიერებზე ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ მთავარი როლის შემსრულებლები არიანა გრანდე, ჯონათან ბეილი და სინთია ერივო. ლოს-ანჯელესის Wicked-ის ხალიჩაზე არიანას ტომ ბრაუნის ვარდისფერი კაბა ემოსა, სინთია კი, ლუი ვიტონის მწვანე სამოსში ვიხილეთ.
მიუზიკლის მთავარი გმირები - ემის, გრემისა და ტონის ჯილდოს მფლობელი მსახიობი სინთია ერივო, გრემის მფლობელ პოპ ვარსკვლავ არიანა გრანდესთან ერთად."ბრიჯერტონის" ვარსვლავი ჯონათან ბეილი მიუზიკლში ფიორეს როლს ასრულებს.
ფილმი გრეგორი მაგუაიერის რომანითაა შთაგონებული და ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის, გლინდასა და ელფაბას შესახებ მოგვითხრობს. ფილმის პირველ ნაწილს 22 ნოემბერს ვიხილავთ, მეორე ნაწილი კი 2025 წლის ნოემბერში გამოვა. ორნაწილიანი ეკრანიზაცია საოცარი მუსიკალური შესრულებითა და ეპიკური სიუჟეტით გამოირჩევა, რომელიც ოზის მიწაზე გვამოგზაურებს და ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ურთიერთობაზე - მეგობრობაზე მოგვითხრობს.
მიუზიკლმა ბროდვეიდან კინოთეატრის ეკრანზე გადმოინაცვლა, სინთია და არიანა კი, ფილმშიც ლაივ შესრულებას გვთავაზობენ. ლოს-ანჯელესის პრემიერაზე ბროდვეის ლეგენდები, კრისტინ ჩენოვეთი და იდინა მენზელიც გამოჩნდნენ. სწორედ ისინი ასრულებენ გლინდასა და ალფაბას როლებს სასცენო ვერსიაში.
გლინდა და ელფაბა. ფოტო: Sophy Holland/ Universal Pictures
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.