#სილამაზე

ჩემი აღმოჩენა - ყველაზე უსაფრთხო გელ-ლაქი

გაზიარება:

| მაკო ზაქარეიშვილი |

უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესი სიტყვათშეთანხმებიდან პირადად ჩემი ცხოვრების წესად იქცა. სწორი კვების, ფიზიკური აქტივობისა და ძილის კარგი რეჟიმის გარდა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ჩემთვის, გააზრებულ თავის მოვლასაც მოიაზრებს. როდესაც საქმე სილამაზის სამყაროს ეხება, ვცდილობ ყველა პროდუქტი თუ პროცედურა პირადი კრიტერიუმების გათვალისწინებით შევარჩიო. ძიების უკანასკნელმა პროცესმა მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიმიყვანა და მის შესახებ სიამოვნებით გიამბობთ.

სეზონის და ფერთა პალიტრის ცვლილებასთან ერთად გადავწყვიტე 2022 წლის შემოდგომის ფრჩხილის ტრენდულ ფერებზე მომემზადებინა ჩვენი მკითხველისთვის სტატია, თუმცა დასაწყისშივე გავაცნობიერე, რომ ზედაპირული მასალის ნაცვლად ყველას უფრო რეალური რამ გვჭირდებოდა, ამიტომ უფრო ღრმად ჩავეძიე საკითხს და არა მხოლოდ ფერების, არამედ თბილისის სილამაზის სალონების გელ-ლაქების ხარისხით და შემადგენლობით დავინტერესდი. ამ მცირე ექსპერიმენტმა კი ფრანგული ბრენდი აღმომაჩინა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

ძალიან გამიხარდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, წამყვან სალონებში წარმოდგენილია ცნობილი ფრანგული ბრენდი.

გაიცანით Beautix - პრემიუმ ფრანგული ხარისხის ბრენდი, რომელიც ევროპულ უმაღლეს ხარისხთან ერთად, 100%-ით უსაფრთხო, ვეგანური და ეკო ტენდენციის ნამდვილი გამგრძელებელია საქართველოშია. Beautix ფრანგი ტექნოლოგების ახალი ფორმულაა, რომელიც არ შეიცავს არასასურველ კომპონენტებს, არ იწვევს დამწვრობას, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ორსულებისთვის, აგრეთვე ყველაზე მგრძნობიარე კლიენტებისთვისაც კი.

უსაფრთხოებასთან ერთად, Beautix-ს ფერთა ფართო ასორტიმენტი და საოცარი მდგრადობაც გამოარჩევს. სწორედ Beautix-ის პალიტრაში, Pantone 2022-ში აღმოვაჩინე შემოდგომა/ზამთრის სეზონის მოდური ფერები, ზოგ მათგანს შთაგონებისთვის გაგიზიარებთ.

თავად არჩევანი მოვარდისფრო nude ელფერზე შევაჩერე და 2 კვირის შემდეგაც კი ფერის ბზინვარებითა და გელ-ლაქის მდგრადობით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემმა "ბრძნულმა არჩევანმა" საუკეთესო შედეგი გამოიღო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Beautix უდავოდ დაიკავებს ჩემი ჯანსაღი ცხოვრების გრძელ სიაში კუთვნილ ადგილს.

იმისათვის, რომ Beautix-ის სრულყოფილი მანიკურის პოვნა გაგიადვილდეთ, წარმოგიდგენთ სალონთა სიას თბილისსა და ბათუმში, რომელშიც ფრანგული ხარისხის მიგნებაა შესაძლებელი: 

Nail bar #1 

Sakurami

Jean Louis David

Calypso beauty

DEO

Nail studio

LaQue

Parallels nails (ბათუმი)

Lamerel (ბათუმი)

ზევით