#ბიზნესი

პირველი NAIL BAR, რომელიც დღემდე საუკეთესოს სტატუსს ინარჩუნებს

გაზიარება:

The Diary-ის რედაქცია პირველი ნეილ სალონის დამფუძნებელს გაესაუბრა. ის თავისი წამოწყების პირველ დღეებზე გვიყვება და გვიხსნის, თუ რითია გამორჩეულია სხვა ნეილ-ბარებისგან Nail Bar #1.

რატომ გადაწყვიტეთ, შეგეთავაზებინათ საქართველოს მომხმარებლისთვის უცნობი სერვისი? 

მე ძალიან მიყვარს სიახლეები. შევამჩნიე, რომ მსგავსი სახის სერვისი საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. მინდოდა ესთეტიკის ბაზარზე სიახლე შემომეტანა, თანაც ისეთი რაიმეს სახით, როგორიც მსოფლიოში უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გელ-ლაქს, რომელმაც ასე სწრაფად დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქალაქი, აქ ჯერ საერთოდ არ იცნობდნენ, არადა ის მომხმარევლისთვის ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული იყო. ამიტომაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იდეა გოგოებს ძალიან მოეწონებოდათ. საქართველოში ბევრი მოდური, ლამაზი და მოვლილი გოგოა, რა თქმა უნდა, ისეთი რამის გაკეთება ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რაც მათ მოეწონებოდათ. დღეს კი უკვე არსებობს ჩვენი Nail Bar, სადაც მომხმარებელს მყუდრო გარემო, გელ-ლაქის დიდი არჩევანი, უმაღლესი ხარისხი და ყველა საფასო კატეგორია დახვდებათ.

როგორ მოვიდა Nail Bar #1 დღევანდელ დღემდე?

ჩვენი პირველი ფილიალი 2015 წელს, ვაკეში გავხსენით, ის დღემდე ფუნქციონირებს. მე ძალიან მიყვარს ეს ლოკაცია, ის ფალიაშვილის 17 ნომერში, მრგვალი ბაღის მიმდებარედაა. ამ სივრცის შექმნაში დიდი შრომა და ჩვენი სული ჩავდეთ, ჩვენთვისაც ხომ პირველი გამოწვევა იყო! ძალიან მიხარია, რომ ის მომხმარებლისთვის დღემდე საყვარელი ადგილია. მეორე ფილიალი გავხსენით საბურთალოზე, ხოლო მესამე ვერაზე მასპინძლობს მომხმარებელს. გვაქვს მანიკიურის სკოლა, სადაც არა მარტო ჩვენს სპეციალისტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ტრენინგი ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიაროს. მე თვითონ ყველა ფილიალის შიდა სამზარეულოს აქტიური მონაწილე ვარ და თავადაც ვსტუმრობ ჩემს სალონებს. ჩემთვის მომხმარებლისა და თანამშრომლების უკუკავშირი და ჩვენი ხარისხის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია.

რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ხელის და ფეხის მოვლისთვის ყველანაირი პროცედურა გვაქვს: მანიკიური, პედიკიური, სპა და სამედიცინო პროცედურები. გარდა ამისა, გვაქვს “ოთხ-ხელიანი” სერვისი მათთვის, ვისაც დროის დაზოგვა სურს და ერთდროულად რამდენიმე პროცედურას იტარებს. ჩვენს სერვისებში შედის წარბისა და წამწამების პროცედურებიც, როგორიცაა კორექცია, შეღებვა, სპა პროცედურები, გრძელვადიანი სტილის ლამინირება და ბოტოქსი. წამწამების დაგრძელება და ლამინირებაც შეგიძლიათ ჩვენს სალონებში. მაკიაჟის პროფესიონალი მასტერებიც კი გვყავს!

ჩვენთან დასაქმებულია საუკეთესო სპეციალისტები, რომლებსაც ყურადღებით ვირჩევთ, მათ საქმიანობას მუდმივად ვუტარებთ მონიტორინგს და ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სპეციალისტები გადიან ტრენინგებს, ეცნობიან ახალ პროდუქტებსა და ტენდენციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუმარმა მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი და კმაყოფილი იყოს საბოლოო შედეგით.

რით არის გამორჩეული თქვენი Nail Bar-ი? რა განსაზღვრავს ხარისხს?

ხარისხი ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს თითოეული სპეციალისტის მუშაობას, ნეილ არტისტები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და ეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტერილიზაციის მაღალი სტანდარტია. ჩვენ ამ სფეროში კარგად განსწავლული ადამიანი გვყავს, ვიყენებთ სამედიცინო მოწყობილობებს  ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტერილიზაციის მაღალი სტანდარტი, ამისთვის გვყავს ცალკე მომზადებული ადამიანი, ვიყენებთ სანდო და გამართულ სამედიცინო მოწყობილობებს - ავტოკლავებს. ჩვენ გამორჩეულები ვართ იმით, რომ ვქნით ტენდენციებს ამ სფეროში. ჩვენთან მუდმივად ნარჩუნდება სიახლეების დანერგვის სურვილი და მოტივაცია, მაღალი ხარისხი და მომსახურება, სასიამოვნო გარემოსთან ერთად. ყოველივე ამის შემდეგ, სილამაზის სალონში სიარული რუტინული საქმე აღარ არის ხოლმე, პირიქით შესანიშნავი შესაძლებლობა, გაატაროთ დრო საკუთარ თავთან, დალიოთ ყავა და დაისვენოთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლოიალობის სისტემა გვაქვს, მომხმარებელი ქულებს ყოველ ვიზიტზე აგროვებს და დაბადების დღეს 40%იან ქეშბექს იღებს საჩუქრად. 

სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ სხვა ქალაქშიც გახსნათ ფილიალები?

ფილიალების გახსნის ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ არა საქართველოში. თბილისში კი ამ ეტაპზე ფილიალები ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე გვაქვს. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა იმავე ექსპერიმენტის გამეორება სხვა ქვეყანაში, ამიტომაც მგონი ცდად ღირს. 

გოგონებს რაიმე რჩევებს ხომ არ მისცემდით?

რა თქმა უნდა. გოგონებო, გიყვარდეთ საკუთარი თავი და თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ! ვურჩევდი, უფრო მეტად გაიღიმონ და ბედნიერები იყვნენ ყოველი დღით. მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო რამ არსებობს, აღმოაჩინეთ საკუთარი თავები, აირჩიეთ თქვენი განვითარებისთვის ბრძოლა, დააყენეთ თავი პირველ ადგილას და არ მოერიდოთ ასე ცხოვრებას. გახსოვდეთ, როცა ქალი ბედნიერია, ირგვლივ ყველა ბედნიერია! მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენს სალონში მოდის ის ხალხი, ვინც ხარისხს აფასებს. გახსნის დღიდანვე უამრავი მეგობარი გავიჩინეთ, ეს ჩემთვის წარმატების ინდიკატორია და ვეცდები, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ასე. ბოლოსკენ, მეც დავუსვამდი თქვენს მკითხველს ერთ კითხვას. რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სალონის არჩევისას? ჩვენ მომხმარებლის პასუხი და გამოხმაურება გვეხმარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესები და წარმატებულები.

ზევით