სავსებით მოსალოდნელია, რომ კვირის დასაწყისში კემბრიჯის ჰერცოგინია დღეში 3 ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა ელეგანტურ ჩაცმულობას ერთდროულად წარგვიდგენდეს, კვირის დასასრულ კი ყოველდღიურ სტილში გამოწყობილი, ჯინსებისა და მოკლემკლავიანი ტოპის ამარა წარსდგეს ფოტოგრაფების წინაშე.
ვაქცინის პირველი დოზა ლონდონის Science Museum-ში გავიკეთე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში ამხელა როლს ასრულებს - განაცხადა ქეით მიდლტონმა.

ქეით მიდლონი, გუშინ, COVID-19-ის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა და ამ დღისთვის ყოველდღიური, თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩია და საზოგადოებას მკაფიო გზავნილიც გაუგზავნა - ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ, ყველანი თანასწორი ვართ.
95 წლის დედოფალი ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი გახლდათ, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთა, ჯერ კიდევ იანვრის თვეში, მის ვაჟსა და შვილიშვილს, პრინცებს ჩარლზსა და უილიამს, კუთვნილი დოზა მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეხვდათ.