მას შემდეგ, რაც კემბრიჯის ჰერცოგი სამეფო მოვალეობებს მარტო ასრულებდა და მისი ფოტოების ხილვისას, უცნაური, დანაკლისის შეგრძნება გვაწუხებდა, ახლა ეს დანაკლისი შევსებულია, ქეით მიდლტონი პრინც უილიამს შოტლანდიაში, სამეფო ტურში შეუერთდა და სულ რამდენიმე საათში განსხვავებული ჩაცმულობების ჩვენებაც მოასწრო, ზოგი რეალურ ცხოვრებაში, ზოგიც ვირტუალურად.
პირველი გამოჩენისთვის, ქეითმა, ლურჯი მონოქრომული სტილი შეარჩია და მხრიან პიჯაკში, ქვედაბოლოსა და ყვავილებიან პირბადეში გამოწყობილი გამოჩნდა. ქეითის ჩაცმულობის უმნიშვნელოვანეს დეტალს მისი ნიშნობის ბეჭედი წარმოადგენდა, რომელმაც კემბრიჯის ჰერცოგები 10 წლის წინ დააკავშირა ერთმანეთს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჰერცოგინიას ამ ჩაცმულობამ, სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს პრინცესა დიანას ლურჯი ლუქი მოაგონა.
მოგვიანებით საყვარელი ბრენდის Alexander McQueen-ის თეთრ ორეულში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა, საზაფხულო განწყობა გაგვიმძაფრა და Nursing Now კომპანიის YouTube არხზე მიმართვა გაავრცელა. კემბრიჯის ჰერცოგინიას, მინიმალისტური, ვერცხლისფერი ყელსაბამიც ამშვენებდა.
შოტლანდიის სამეფო ტურნეს მეორე დღეს კი კემბრიჯის ჰერცოგინიამ ექსპერიმენტს მიმართა და მისთვის უჩვეულო სტილით, გაშლილი მაღალწელიანი კრემისფერი შარვლით წარსდგა Balfour Hospital-ში. ჰერცოგინიას მთელი ჩაცმულობა ყავისფრის სხვადასხვა ტონების ვარიაციებისგან შედგებოდა, კრემისფერი, ოქროსფერი თუ აქლემისფერი ქეითმა იდეალურად შეუხამა ერთმანეთს.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.