APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი კვლავ ქართულს ირჩევს! ანუკი არეშიძის და ალექსანდრე ახალკაციშვილის სამოსის მორგების შემდეგ, მეი კიდევ ერთ ქართულ ბრენდს LIYA-ს ირჩევს.
LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის.

72 წლის კანადელი მოდელი დღემდე წარმატებულად განაგრძობს საქმიანობას, მეი მასკი ამჯერად Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა და სწორედ გამოცემის ფოტოსესიაში, ერთ-ერთ ლუქად ქართული ბრენდ LIYA-ს სამოსზე შეაჩერა არჩევანი. მეიმ ბრენდის შავი ტყავის კაბა მოირგო, ნაქსოვი ხელებით, რომლის ღირებულებაც 550$ გახლავთ.
DRESS WITH REMOVABLE KNITTED SLEEVES
LIYA ქალის ტანსაცმლის თანამედროვე ბრენდია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. 3 წელი მოდის სფეროსთვის არც ისე დიდი დროა, მაგრამ ბრენდმა მოკლე პერიოდში საკუთარი სიტყვა მაინც თქვა. LIYA-მ ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების შეძენა მსოფლიოს ირგვლივ მოახერხა.