LIYA ქალის ტანსაცმლის თანამედროვე ბრენდია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. 3 წელი მოდის სფეროსთვის არც ისე დიდი დროა, მაგრამ ბრენდმა მოკლე პერიოდში საკუთარი სიტყვა მაინც თქვა. LIYA-მ ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების შეძენა მსოფლიოს ირგვლივ მოახერხა.
LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის.
LIYA RESORT 21
როგორც უვკე ავღნიშნეთ, LIYA სწრაფად განვითარებადი ბრენდია და 3 წლის თავზე მომხარებელს განსაკუთრებულ სიახლს სთავაზობს. ქართულმდა კომპანიამ ასევე ქართულ KÁSHKASH-თან ერთად პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა. პროდუქცია უნიკალური ფორმულებით შეიქმნა და რაც მთავარია, საქართველოში „კაშკაშის” ლაბორატორიაში დამზადდა.
საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმა - სწორედ ეს არის KÁSHKASH-ის მთავარი იდეა. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.
„LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა ეს პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ KÁSHKASH”,- ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი
LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზეა მომართული, რომელიც მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით იქმნება. კოსმეტიკა 100% ნატურალური და მცენარეული პროდუქტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ იტესტება ცხოველებზე.
„ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის”, - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი
საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე, LIYA X KÁSHKASH დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით წარსდგა. კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხი საშუალო დონის დაფარვას უზრუნველყოფს, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას.
სულ ცოტა ხნის წინ კი ბრენდმა პროდუქტების ახალი ხაზი - მულტიფუნქციური ლუმინაიზერები წარმოადგინა. დამატენიანებელი ფორმულის მბზინავი, კრემოვანი ტექსტურა ხანგრძლივ ელვარე ეფექტს უზრუნველყოფს.
იტალიური პრემიუმ ბრენდი Harmont & Blaine უკვე დედაქალაქშიც ხსნის მაღაზიას. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფილიალი წარმოგიდგენთ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სტილით შთაგონებულია და ნათელი ფერებით გამოირჩევა.
ქართული სამკაულების ბრენდი აზერბაიჯანის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი, ნინო სეფიაშვილი, ჩვენთან ინტერვიუში ბაქოს მოდის კვირეულზე, ახალ კოლექციასა და შემოქმედებით გეგმებზე საუბრობს.
10 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელად Superfine: Tailoring Black Style შავკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიას - განსაკუთრებით დენდის კულტურას - მიეძღვნა.