ილონ მასკის დედა, მეი მასკი, კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი საქართველოსთან კავშირს აგრძელებს. სულ ცოტა ხნის წინ, კანადელი მოდელი და ახლა უკვე მწერალიც, საკუთარი წიგნის გადასათარგმნად საქართველოში გამომცემლობას ეძებდა. მოგვიანებით მეი, ცნობილი ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ვიხილეთ, ახლა კი მასკი კვლავ ქართველი დიზაინერის სამოსში პოზირებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Maye Musk (@mayemusk)

ამჯერად მეი მასკმა არჩევანი ალექსანდრე ახალკაციშვილის სამოსზე შეაჩერა. ცნობილმა მოდელმა, გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის კოლექციიდან ტყავის შავი მოსაცმელი მოირგო. სიახლის შესახებ ცნობილი, შესახებ ცნობილი, მოდის PR სააგენტო TATA PR-ის დამსახურებით გახდა. მოგვიანებით, Instagram Story მაია მასკმა საკუთარ გვერდზეც გადააზიარა.

ალექსანდრე ახალკაციშვილი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ნიჭიერი ქართველი დიზაინერია, რომელსაც როგორც საქართველოში, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. საკუთარი სახელობის ბრენდი ალექსანდრემ რამდენეიმე წლის წინ დააარსა და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს განვითარებას, წარმატების მოპოვებასა და წინსვლას.

ზევით