#ცნობილები #დეკორი

სტუმრად მარგო რობის ლოს-ანჯელესის მყურდრო ბუნგალოში

გაზიარება:

მსახიობი მარგო რობი და მისი პარტნიორი, პროდიუსერი ტომ აკერლი, ორ კონტინეტსა და ორ ქვეყანაში ცხოვრობენ - წყვილი ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანაც დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ბუნებრივია, მარგოსა და ტომს საცხოვრებელი სახლები ორივე მათგანში მოეპოვებათ, თანაც რამდენიმე.

მხოლოდ ლოს-ანჯელესში, წყვილის საკუთრებაში 3 სახლია: სახლი ფეშენებელურ რაიონ ჰენკოკ პარკში, რომლის ღირებულება 2.7 მილიონია, აგრეთვე საკუთრება Venice Beach-ზე, შეფასებული 5 მილიონ დოლარად და ბოლოს მყუდრო ვილა 1.1 მილიონად.

სხვა ცნობილი ადამიანების სასახლეებისგან განსხვავებით, ეს მყუდრო საცხოვრებელი 1951 წელს 88 კვადრატულ მეტრზე აშენდა. რასაკვირველია, სახლში სულ რამდენიმე ოთახი - ორი საძინებელი, თითოულ მათგანს აქვს გასასვლელი ბაღში, ერთი სააბაზანო, სამზარეულო და მისაღებია განთავსებული.

თეთრი კედლები, დიდი რაოდენობით ხის ფაქტურა, ბუნებრივი გამწვანება, საყვარელი ეზო და ტერასა, რომლიდანაც მშვენიერი ხედი იშლება - ეს ბუნგალო, მარგომ და ტომმა 2018 წელს შეიძინეს, მას შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა სახლში ბევრი დეტალი შეცვალა და ის უფრო მარგოსეული გახადა.

ზევით