#მოდა

ყველაფერი MET GALA 2024-ის შესახებ

გაზიარება:

ყოველ წელს Met Gala მსოფლიოს მოდის დიზაინერებს, მოდელებს, მუსიკისა და კინოს ვარსკვლავებს, ათლეტებსა თუ პოლიტიკოსებს Costume Institute-ის უახლესი გამოფენის აღსანიშნავად აერთიანებს. წლევანდელ, 2024 წლის შოუს “Sleeping Beauties: Reawakening Fashion” დაერქვა და დიზაინერებმა სტუმრების "ლუქებში", სხეულისა და სამოსის ურთიერთკავშირზე დასვეს მთავარი აქცენტი.

“მოდა იმიტომ არის ხელოვნების ყველაზე ემოციური ფორმა, რადგან ის სხეულთან ამყარებს პირდაპირ კავშირს”. 

წლევანდელი მეთ გალას თემა და დრეს კოდი კი ჯეიმზ ბალარდის 1962 წლის მოთხრობის ინსპირაციით შეირჩა. “The Garden of Time” ასე ჰქვია მოთხრობას, რომელსაც რომანტიკული ელეგიის ელფერი დაჰკრავს. გუშინ, ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კიბეებზე, მსოფლიოს ვარსკვლავები ყვავილებით, ბუნების ელემენტებითა თუ პეპლებით მორთული, ზღაპრული სამოსით წარდგნენ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Met Gala (@metgalaofficial_)

 

მეტ გალა ცნობილია სტუმრების გასაიდუმლოებული სიით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეთა ვინაობები გალამდე საიმედოდ ინახება, წინასწარ ვიცოდით ანა ვინტურთან ერთად, ვინ იქნებოდნენ წლევანდელი მეტის Host-ები. მათ შორის იყვნენ ბედ ბანი, კრის ჰემსვორტი, ჯენიფერ ლოპესი და ზენდეია

წლევანდელ მეტ გალაზე თავისი დებიუტით წარდგნენ დიზაინერები, Steve O Smith და Tanner Fletcher. მას შემდეგ რაც სტუმრებმა დატოვეს მეტროპოლიტენ მუზეუმი, სპოტიფაიზე ცნობილი The Run Through პოდკასტის ეპიზოდი დაიდო, სადაც Vogue-ის თანამშრომლები და წამყვანები მეტ გალას შიდა სამზარეულოზე საუბრობენ და ისეთ დეტალებს განიხილავენ, რაც ხშირად საზოგადოების ყურამდე ვერ აღწევს ხოლმე.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Met Gala (@metgalaofficial_)

მოდით, ერთად შევავლოთ თვალი ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმებს წლევანდელი გალადან. 

ერთ-ერთი საუკეთესო კოსტიუმით გრემის მფლობელი მომღერალი Tyla წარსდგა. თაილას კაბა Balmain-ის დიზაინერებმა ქვიშისგან შექმნეს. ოლივერ რუსტეინგი, ბრენდის კრეატიული დირექტორი, თაილას იდეით აღფრთოვანებული დარჩა და სიამოვნებით მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. ეს მისთვისაც საინტერესო გამოწვევად იქცა: ოლივერს ქვიშისგან უნდა შეექმნა კაბა. სამხრეთ ამერიკელმა მომღერალმა გრემის დაჯილდოებაზე უკვე მოიპოვა აღიარება, ხოლო გუშინდელი მეტ გალას დებიუტით კი დაამტკიცა, რომ მისი შესაძლებლობები მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. 

მოდის მოყვარულები ლანა დელ რეიმაც გაოცებული დატოვა. დიდ ხნის პაუზის შემდეგ, მომღერალი პირველად ქოაჩელას მუსიკის ფესტივალზე ერთი თვის წინ გამოჩნდა, გუშინ კი ტრიუმფალური დაბრუნება მეტ გალაზე გამოჩენით დააგვირგვინა. 2018 წლის შემდეგ, ის პირველად დაესწრო გალას. როგორც ლანას ახასიათებს, ამ დღესაც “ბნელი” თუმცა რომანტიკული ლუქით წარსდგა მეტროპოლიტენის კიბეებზე. მას ალექსანდრ მაკ-ქუინის 2006 წლის კოლექციით ინსპირირებული კაბა ემოსა. 

ბოლო დღეებია ინტერნეტში მომღერალ დოჯა ქეთისა და გურამ გვასალიას ფოტოები გავრცელდა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ წლევანდელ მეტზე დოჯა ქეთი Vetements-ის სამოსით წარდგებოდა. რთულია ერთი სახელი მოუფიქრო დოჯას სამოსს, ზოგი უზარმაზარ მაისურს უწოდებს, ზოგიც თეთრ კაბას, თუმცა რაც არ უნდა დავუძახოთ, იდეალურად ჯდება წლევანდელ თემაში. რეპერი   მბრწყინავი ცრემლების მაკიაჟითა და მოკლედ შეჭრილი თეთრი თმით, ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by GURAM GVASALIA (@gvasalia)

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, სუპერმოდელის, კენდალ ჯენერის ლუქიც, რომელსაც არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს. კენდალი უკვე წლებია, ვინტაჟური ტანსაცმლის “კოლექციონერია”. Vogue-თან ინტერვიუში მოდელი ამბობს, რომ ალექსანდრ მაკ-ქუინის სამოსის ჩაცმაზე ყოველთვის ოცნებობდა. მან მაკ-ქუინის 1999 წლის შემოდგომის კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა მოირგო. ეს კოლექცია სამოდელო პოდიუმზეც კი არ სცმია არავის.

“ამ კაბას 25 წელი ეძინა, ზუსტად “მძინარე მზეთუნახავია”, - ამბობს კენდალ ჯენერი.

კაბის გადაკეთება დაუშვებელი იყო. თუმცა, კენდალს გაუმართლა, მან იდეალურად მოირგო მაღალი მოდის ეს შედევრი. კაბა 100 000 შავი და სპილენძისფერი მძივებითაა ნაქარგი და მის ხელით შექმნას 500 საათი მოანდომეს.

ბოლოს კი, გასული წლების და დღევანდელი IT GIRL-ის ზენდეიაზეც უნდა შევაჩეროთ ყურადღება. მსახიობი გალაზე ორი ლუქით გამოჩნდა. ზენდეიას პირველი კაბის დიზაინი ჯონ გალიანოს ეკუთვნის. კაბა 1999 წლის დიორის კოლექციის ინსპირაციითაა შექმნილი.

მეორე ლუქი ალექსანდრ მაკ-ქუინის 2007 წლის კოლექციის ყვავილების ქუდისა და Givanchy-ის 1996 წლის ინსპირაციით შექმნილი, ჯონ გალიოანოს კაბისგან შედგებოდა. 

თვალი გადაავლეთ მეტ გალას სტუმრების ლუქებს:

ზევით