რიგით 97-ე ოსკარების ცერემონია ახლოვდება და ნომინანტების სიაც უკვე ცნობილია. აკადემიის წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი მიუზიკლი „ემილია პერესი“ გახდა, რომელმაც ნომინაცია 13 კატეგორიაში მოიპოვა. მის კვალდაკვალ კი „ბრუტალისტი“ და „ალქაჯი“ 10-10 ნომინაციით მოდიან.
ბრედი კორბეტმა ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო, ხოლო მისი ფილმი "ბრუტალისტი" შვიდ კატეგორიაში იყო წარდგენილი.
რაც შეეხება მიუზიკლ „ალქაჯს“ (Wicked), რომელიც ჯონ მ. ჩუს რეჟისორობითაა გადაღებული, წელს მაყურებლების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. საუკეთესო ფილმის ნომინაციასთან ერთად, მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები - არიანა გრანდე და სინთია ერივო - ინდივიდუალურ კატეგორიებშიც არიან წარდგენილნი. არც ის გაგვკვირვებია, რომ "ალქაჯი" საუკეთესო მუსიკის, საუკეთესო კოსტუმების, მხატვრობისა და კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მოხვდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელი მიუზიკლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ორი მიუზიკლი - „ემილია პერესი“ და „ალქაჯი“ - ერთდროულად მოხვდა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
რაც შეეხება, წლის ყველაზე მასშტაბურ კინო მოვლენას, ოსკარის ცერემონიალს ცნობილი იუმორისტი კონან ობრაიანი წაიყვანს. ღონისძიება საქართველოს დროით 3 მარტს გაიმართება და პირდაპირ რეჟიმში ABC-ის არხზე შევძლებთ ყურებას, მანამდე კი შეგვიძლია ნომინანტების სრულ სიას გადავავლოთ თვალი:
საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში დასახელდა:
Anora
The Brutalist
A Complete Unknown
Conclave
Dune: Part Two
Emilia Pérez
I’m Still Here
Nickel Boys
The Substance
Wicked
კადრი ფილმიდან Wicked
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში წარდგენილია:
Jacques Audiard, „Emilia Pérez“
Sean Baker, „Anora“
Brady Corbet, „The Brutalist“
Coralie Fargeat, „The Substance“
James Mangold, „A Complete Unknown“
ტომოთი შალამე ბობ დილანის როლში, ფილმი A Complete Unknown
საუკეთესო მსახიობი კაცი:
ედრიენ ბროუდი „The Brutalist“
ტომოთი შალამე „A Complete Unknown“
რეიფ ფაინზი „Conclave“
კოლმან დომინგო „Sing Sing“
სებასტიან სტენი „The Apprentice“
საუკეთესო მსახიობი ქალი:
სინთია ერივო „Wicked“
კარლა სოფია გასკონი„Emilia Pérez“
მაიკი მედისონი„Anora“
დემი მური „The Substance“
ფერნანდა ტორესი „I’m Still Here“
ზოი სალდანა ფილმში Emilia Pérez
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი:
მონიკა ბარბარო „A Complete Unknown“
არიანა გრანდე „Wicked“
ფელისიტი ჯონსი „The Brutalist“
ისაბელა როსელინი „Conclave“
ზოი სალდანა „Emilia Pérez“
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი:
იურა ბორისოვი„Anora“
კიერან კალკინი "A Real Pain"
ედუარდ ნორტონი„A Complete Unknown“
გაი პირსი „The Brutalist“
ჯერემი სტრონგი „The Apprentice“
კადრი ფილმიდან Kingdom of the Planet of the Apes
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Alien: Romulus
Better Man
Dune: Part Two
Kingdom of the Planet of the Apes
Wicked
საუკეთესო ანიმაცია
Flow
Inside Out 2
Memoir of a Snail
Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl
The Wild Robot
კადრი დანიური ფილმიდან The Girl With the Needle
საუკეთესო უცხოური ფილმი
I'm Still Here, ბრაზილია
The Girl With the Needle, დანია
Emilia Perez, საფრანგეთი
The Seed of the Sacred Fig, გერმანია
Flow, ლატვია
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Black Box Diaries
No Other Land
Porcelain War
Soundtrack to a Coup d'Etat
Sugar King
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
Death By Numbers
I Am Ready, Warden
Incident
Instruments of a Beating Heart
The Only Girl in the Orchestra
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
A Lien
Anuja
I’m Not A Robot
The Last Ranger
The Man Who Would Not Remain Silent
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
Beautiful Men
In The Shadow of the Cyprus
Magic Candies
Wander to Wonder
Yuck!
ნომინანტ ფილმში Conclave ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძეც მონაწილეობს
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.