ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოქალაქეებს ჯპს-ი და ფარმადეპოსგან

დღეს, უკრაინა საქართველოს მომავლისთვისაც იბრძვის. უკრაინელი ერის მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან, ასევე კომპანიებისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით. ჩვენი რედაქციის ყურადღება, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სრულიად უკრაინისკენ არის მიმართული, კომპანიებმა ჯპს და ფარმადეპო მიიპყრო. სააფთიაქო ქსელები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ჯამში 1 მლნ-ზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ.

საქართველოში მყოფი უკრაინის თითოეული მოქალაქე, სააფთიაქო ჰუმანიტარული დახმარების სახით 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, - განმარტავენ კომპანიებში

მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები, განსაკუთრებით განვიცდით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გვსურს, მისი მოქალაქეების მხარდასაჭერად მცირედი წვლილი შევიტანოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენც გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ,“ - ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ვაუჩერის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა ჯპს-სა და ფარმადეპოს ფილიალებში მხოლოდ პასპორტი უნდა წარადგინონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიიდან შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ზევით