#ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი მალე რაციონალურ მსჯელობას შეძლებს

გაზიარება:

OpenAI და Meta უახლოეს მომავლში ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას გეგმავენ. უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი Chat GPT მეხუთე ვერსიით დაგვიბრუნდება. ის უკვე კომპლექსური პრობლემების გადაჭრას, ადამიანის გონებისთვის დამახასიათებელი რაციონალური მსჯელობით შეძლებს. ამაზე უკვე OpenAI-ს ოპერატიულმა ოფიცერმა, ბრედ ლაითქეპმა ისაუბრა.  

„ვფიქრობ, ჩვენ ახლა ვიწყებთ ხელოვნური ინტელექტის იმ ახალი ნაწილის გაცნობას, რომლის მოდელებსაც უკვე მსჯელობაც კი შეუძლიათ"

Meta-ს აღმასრულებლებმა დირექტორმა მსგავსი ტრაექტორია კომპანიის მომავალი Llama 3 მოდელისთვის დასახა, რომელსაც უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ.

Joelle Pineau-მ, Meta-ს AI კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა რომ კომპანიამ დიდხანს იმუშავა იმისთვის, რომ ახალმა მოდელებმა შეძლონ მსჯელობა, დაგეგვმა, ჰქონდეთ ადამიანის მსგავსი მეხსიერება. კომპანია ამ ნაბიჯებით საბოლოოდ იმ დიდ მიზნამდე მივა, რაც Artificial general intelligence-ის შექმნაა. თუ ეს მიზანი განხორციელდება, კომპანიებს ტრილიონობით დოლარს მოუტანს. თებერვალში, AGI-ს უდიდესი შესაძლებლობა უწოდეს და 2030-იანი წლების ტრილიონ-დოლარიანი ინდუსტრიის მომავალიც იწინასწარმეტყველეს. AGI ისეთი ხელოვნური იტელექტია, რომელსაც უკვე ადამიანის დონეზე და უკეთესადაც კი შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სახის დავალება.

ზოგიერთმა ექსპერტმა განგაშის სიგნალი ჩართო. უკვე სახეზეა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ინტელექტისა და გონების შესაძლებლობებს აჭარბებს. თავად ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩართული ადამიანებიც კი საუბრობებენ იმაზე, თუ რამხელაა ამ ტექნოლოგიის საფრთხე მთლიანად კაცობრიობისთვის.

ილონ მასკი, დიდი ხნის ხელოვნური ინტელექტის სკეპტიკოსი, თვლის, რომ მხოლოდ ორიოდე წელია საკმარისი და AI ადამიანზე გაცილებით ჭკვიანი გახდება. ხოლო დაახლოებით ხუთ წელიწადში ხელოვნური ინეტელქტის ტექნოლოგიები ადამინისგან დამოუკიდებლად შეძლებენ ფიქრსა და მოქმედებას. 

Meta უკვე Llama 3-ის გასაშვებად ემზადება. დაგეგმილია ამ მოდელის სხვადასხვა აპლიკაციების, მოწყობილობებისა და Ray-Ban "ჭკვიანი სათვალეების" სახით გამოშვება. 

ამ ამბების პარალელურად, 21-22 მაისს, სამხრეთ კორეა რიგით მეორე გლობალურ, ხელოვნური ინტელექტის სამიტს უმასპინძლებს. პირველი მსგავსი ღონისძიება ბრიტანეთში ჩატარდა, რამდენიმე თვის წინ. სამიტზე 28 ქვეყნის წარმომადგენელმა ე.წ. "Bletchley Declaration"- ს მოაწერა ხელი, AI უსაფრთხოების შესახებ კოლაბორაციის შეთანხმების სახით.

ბრიტანეში გამართული AI უსაფრთხოების სამიტი

სამხრეთ კორეის მეცნიერების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა, განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საერთაშორისო გარემოში ვისაუბროთ, თუ რამდენად დიდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი. შემდეგი სამიტი უკვე საფრანგეთში გაიმართება.

ზევით