#ცნობილები

ლინდსი ლოჰანი ეკრანის დედას იხსენებს - გილოცავ დაბადების დღეს, ანგელოზო!

გაზიარება:

თუ ლინდსი ლოჰანის მიმართ დღემდე თბილი გრძნობები შემოგვრჩა, ეს დიდი ალბათობით ფილმი Parent Trap-ის დამსახურებაა, რომელშიც ჟღალი მსახიობი ტყუპი დების როლს ასრულებს. კომედია ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა და საოჯახო კინო ჩვენებების სიაში ადგილი თავიდანვე დაიმკვიდრა.

რამდენიმე დღის წინ უკვე 34 წლის მსახიობმა ფილმში მისი გმირის დედის როლის შემსრულებელი - ნატაშა რიჩარდსონი გულის ამაჩუყებელი პოსტით გაიხსენა. ლინდსიმ Instagram-ზე ფილმის ერთ-ერთი კადრის ფოტო ატვირთა, სადაც ის ნატაშასთან ერთადაა გადაღებული.

გილოცავ დაბადების დღეს, ანგელოზო - ამ სიტყვებით მიაგო პატივი გარდაცვლილ მსახიობს ლინდსიმ.

ნატაშა რიჩარდსონი მსახიობი- ლიამ ნისონის მეუღლე გახლდათ, რომელთანაც მას 2 საერთო ვაჟი ჰყავს. ის 2009 წელს, მონრეალში თხილამურებით სრიალის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მსახიობი 45 წლის გახლდათ.

ნატაშა რიჩარდსონი, ლიამ ნისანის ცოლი

ნატაშას გარდაცვალების შემდეგ ნისონმა კინო კარიერისგან შესვენება აიღო და მთლიანად ბიჭების აღზრდაზე გადაერთო. წყვილის ახლო გარემოცვაში იმასაც ამბობდნენ, რომ ლიამს ღრმა დეპრესია ჰქონდა და ვერავის წარმოედგინა, რომ ის კინო კარიერას კვლავ დაუბრუნდებოდა, თუმცა მსახიობმა მძიმე პერიოდი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედის დახმარებით გადალახა და ეკრანს რამდენიმე წელიწადში დაუბრნდა.

 

ზევით