#კულტურა #კინო

ყველაფერი, რაც რიგით 96-ე "ოსკარების" შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინო დაჯილდოების Hilight-ებს თავს ერთად მაინც მოვუყრით და რიგით 96-ე “ოსკარების” ტრიუმფატორებზე, წითელ ხალიჩასა და ეპიკურ მომენტებზე მოგიყვებით.

ოსკარები, 2024, კინოაკადემიის დაჯილდოება, ნომინანტები, გამარჯვებულები, წითელი ხალიჩა

წითელი ხალიჩა:

წითელი ხალიჩა “ოსკარების” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მთელი წლის სამყოფ ვარსკვლავურ ფოტო მასალას გვიტოვებს. წელს, მოდური გამოცემების რჩეულთა სიაში ზენდაია, მარგო რობი, ემა სტოუნი, ანია ტეილორ ჯოი, ემილი ბლანტი, ჯეიმი ლი კერტისი, კერი მალიგანი, ამერიკა ფერერა და კირსტენ დანსტი მოხვდნენ.

ოსკარები, 2024, კინოაკადემიის დაჯილდოება, ნომინანტები, გამარჯვებულები, წითელი ხალიჩა, ემა სტოუნი, ემილი ბლანტი
ემა სტოუნი (Luis Vuitton); ემილი ბლანტი (Schiaparelli)
ოსკარები, 2024, კინოაკადემიის დაჯილდოება, ნომინანტები, გამარჯვებულები, წითელი ხალიჩა, კერი მალიგანი, ჯეიმი ლი კერტისი
კერი მალიგანი (Balenciaga); ჯეიმი ლი კერტისი (Dolce & Gabbana)
ოსკარები, 2024, კინოაკადემიის დაჯილდოება, ნომინანტები, გამარჯვებულები, წითელი ხალიჩა, zendaia, amerika ferera
ზენდაია (Armani Prive); ამერიკა ფერერა (Versacce)
ოსკარები, 2024, კინოაკადემიის დაჯილდოება, ნომინანტები, გამარჯვებულები, წითელი ხალიჩა, მარგო რობი, ანია ტეილორ ჯოი
მარგო რობი (Versacce); ანია ტეილორ ჯოი (Dior)

წამყვანი:

წელს დოლბის კინოთეატრის სცენაზე წამყვანის რანგში ჯიმი ქიმელი მოგვევლინა. კომიკოსი და ტელეწამყვანი, გასაგები მიზეზების გამო, კინო დაჯილდოებების ერთ-ერთი საყვარელი ჰოსთია. გამხსნელ მონოლოგში, კიმელმა საღამოს მთავარი ვარსკვლავების გარდა, გასული წლის ჰოლივუდურ “აჯანყებაზე” AI-ის წინააღმდეგ, ძალიან გრძელ ფილმებსა და რობერდ დაუნი უმცროსის “ოთხკუთხედ” პენისზე იხუმრა.

შესაძლოა “ბარბიმ” კინოაკადემიის ჯილდო ვერ მოიპოვა, მაგრამ, გრეტა გირვიგის ნამუშევრის შეფასებისთვის, კიმელის “ხოტბაც” სრულიად საკმარისია.

Should we give out some Oscars?

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი

გამარჯვებულები:

არავის გაჰკვირვებია, რომ საღამოს ტრიუმფატორი, კრისტოფერ ნოლანის “ოპენჰაიმერი” გახდა. ფილმმა და მისმა ქასთმა ჯილდოები 7 ნომინაციაში დაიმსახურა. საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის ჯილდოების გარდა, ნოლანის ნამუშევარმა ოქროს ფიგურა კილიან მერფის (მამაკაცის საუკეთესო როლი) და რობერტ დაუნი უმცროსს (მამაკაცის მეორე ხარისხოვანი როლი) მოუტანა. ფილმმა ასევე საუკეთესო სცენარის, (ლუდვიგ გორანსონი) კინემატოგრაფიისა და საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებში მოიპოვა გაიმარჯვა.

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი, კრისტოფერ ნოლანი

კინო კრიტიკოსები ასევე წინასწარმეტყველებდნენ ემა სთოუნის მეორე ოსკარს, რომელიც მსახიობმა Poor Things-ში შესრულებული, ბელა ბაქსტერის როლისთვის მოიპოვა.

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი, poor things

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი ჯილდო დავინ ჯოი რენდოლფს გადაეცა (The Holdovers). საღამოს ერთ-ერთი ჰაილაითი გახლდათ სცენაზე ბილი აილიშის გამოჩენაც, რომელმაც “ბარბისთვის” შექმნილი What was I made for სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა და ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა. ამავე ნამუშევრისთვის ბილიმ მეორე “ოსკარი” მოიპოვა, რომლის მისაღებადაც მომღერალი სცენაზე თანაავტორთან და ძმასთან - ფინიას ოკონელთან ერთად ავიდა.

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი, ბილი აილიში, ბარბი

რიგით 96-ე დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სია იხილეთ აქ.

Fun Facts:

• წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველად იყო ნომინირებული ძირძველი ამერიკელი - ლილი გლედსტოუნი (ფილმისთვის The killers of the flower moon).

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი, killers of the flower moon

• 48 წლის წინ, რობერტ დე ნირო და ჯოდი ფოსტერი “ოსკარზე” ფილმი “ტაქსისთვის” იყვნენ წარდგენილები. გუშინ კი ორივე მათგანი კვლავ ერთად იჯდა ნომინანტთა სიაში.

• კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოებას “დიდების” ღამე დაარქვეს, რადგან ყველა ნომინანტი 30 წელსაა გადაცილებული.

• The Holdovers 1948 წლის შემდეგ, პირველი საშობაო ფილმია, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.

ოსკარები, კინოაკადემიის დაჯილდოება, 2024, ოპენჰაიმერი, საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რობერტ დაუნი უმცროსი, კილიან მერფი, ემა სტოუნი, მსახიობები

• Oppenheimer პირველი ფილმია 2012 წლის შედეგ, რომელმაც ერთდროულად საუკეთესო ფილმისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოები ერთდროულად მოიპოვა.

• ბრედლი კუპერი რიგით მე-5 ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მსახიობია, რომელსაც ჯერ “ოსკარი” არ მოუგია.

• მარტინ სკორსეზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს ყველაზე ხანდაზმული ნომინანტია.

ზევით