#ცნობილები

რა ხდება ტეილორ სუიფტსა და NFL-ის ვარსკვლავს შორის?

გაზიარება:

ტეილორ სუიფტის ახალი რჩეული სავარაუდოდ ცნობილი ამერიკელი ათლეტი - ტრევის კელსი გახლავთ. გამოცემა Barstoolsports ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ტეილორმა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლამა კანზასში, ეროუჰედის სტადიონი ერთად დატოვეს და ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს გასვლისას დაემშვიდობნენ კიდეც.

ტეილორ სუიფტი, ტრევის კელსი, nfl

24 სექტემბერს Kansas City Chiefs-ის მოთამაშე მოედანზე გუნდთან ერთად “ჩიკაგოს დათვებს” ხვდებოდა, ტეილორი კი მთელი თამაშის მანძილზე კელსის დედის - დონა კელსის დედის გვერდით იჯდა და ფავორიტ გუნდს გულშემატკივრობდა.

ტეილორ სუიფტი, კელსი, nfl, ამერიკული ფეხბურთი

სხვათა შორის, დონა კელსის NFL-ის ყველაზე ცნობილ დედად მოიხსენიებენ. მისი ორივე ვაჟი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია, რომლებმაც 2023 წლის Super Bowl-ზე ისტორია დაწერეს და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზეს. დონა კელსი კი თამაშზე ორივე შვილის გუნდების მაისურებისგან შექმნილი სამოსით გამოჩნდა.

ძმები კელსები, Kalce brothers, super bowl

რაც შეეხება კელსების ოჯახის პოტენციურ სარძლოს, ფაქტია, რომ სუიფტი ამერიკელი ფეხბურთელით მოხიბლულია. ტრევისი ჯერ კიდევ ივლისიდან ცდილობს მომღერლის ყურადღების მიპყრობას. ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტსმენი გამოტყდა, რომ ტეილორი თამაშზე დაპატიჟა და თავადაც მოუთმენლად ელოდება მოვლენების განვითარებას. გუშინდელი თამაშის შემდეგ კი ფეხბურთელი ტეილორის მოხიბვლას ნამდვილად მოახერხებდა. ტრევის კელსიმ თამაშის მესამე მეოთხედში გუნდისთვის გადამწყვეტი “თაჩდაუნი” განახორციელა. გახარებულ გულშემატკივართან ერთად კელსის ქულა ტეილორ სუიფტმაც აღნიშნა.

ტეილორ სუიფტი, nfl, ამერიკული ფეხბურთი, ახალი შეყვარებული

ჯერ-ჯერობით ახალი ურთიერთობის შესახებ წყვილი არ საუბრობს. ტეილორის მხარეს ტრევის კელსისთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაუკეთებია. იმედს ვიტოვებთ, რომ 33 წლის მომღერლის ახალ ურთიერთობაზე მედიის საშუალებით გავიგებთ და არა მისი ახალი სიმღერიდან (ტეილორი ყოფილი შეყვარებულების შესახებ Revange სიმღერების შექმნით გამოირჩევა).

ზევით