#ცნობილები

ჯოლი-პიტის ბავშვებისთვის ბრძოლა დასრულდა

გაზიარება:

ცნობილი Hollywood-ური წყვილის 5 წლიანი დავა ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით დასრულდა. სასამართლომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს მათ ექვს შვილზე საერთო მეურვეობა დააკისრა.

ანჯელინა და ბრედი, მეურვეობა, სასამართლო

ვარსკვლავები ერთმანეთს ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. ჯოლის შვილებზე ერთპიროვნული მეურვეობის მოპოვება სურდა, თუმცა ლოს ანჯელესის სასამართლომ გადაწყვეტილება ორივე მშობლის სასარგებლოდ მიიღო.

ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, სასამართლო

რამდენიმე თვის წინ 47 წლის ანჯელინას მოსამართლის შეცვლის მცდელობა ჰქონდა. მსახიობის წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ სასამართლო მოხელემ მსახიობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უგულებელყო. ენჯი ამტკიცებდა, რომ პიტის მხრიდან მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც მათი ბავშვების თანდასწრებითაც მომხდარა.

ანჯელინა და ბრედი, სასამართლო დავა, ბავშვები

გასულ წელს წყვილის უფროსმა ვაჟმა - მედოქსმა ჩვენება მამის წინააღმდეგ მისცა. პიტის წარმომადგენლის თქმით ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ანჯელინამ ბავშვები მამის წინააღმდეგ განაწყო და ბრედისთვის გულის ტკენა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილების განქორწინების პროცესი ოფიციალურად 2019 წელს დასრულდა, წყვილს სასამართლო დარბაზში ჯდომა მას შემდეგ არა ერთხელ მოუწია.

საბოლოოდ დავა ერთობლივი მეურვეობით დასრულდა. მსახიობებთან დაახლოებულ წრეში ამბობენ, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ურთიერთობის დალაგებას ბავშვების ხათრით ცდილობს. ამის შესახებ ჯოლიმ ბრიტანული Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა:

ვცდილობ რომ ოჯახი ისევ გავამთელო. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მიზანი ესაა.

ზევით