#ცნობილები

7 Hollywood-ელი ვარსკვლავი ბნელი წარსულით - Hollywood Secrets

გაზიარება:

Hollywood უამრავ საიდუმლოს ინახავს. დიახ, ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრებაც ერთი შეხედვით უდარდელი, საინტერესო და საოცნებოა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ დიდ ნაწილს კი წარსულის ჩონჩხები კარადაში საგულდაგულოდ აქვთ გამოკეტილი. შესაძლოა თქვენი საყვარელი მსახიობი ძალადობაში იყოს ეჭვმიტანილი, ან სულაც ადამიანებით ვაჭრობის გამო იყოს გასამართლებული. მოკლედ, The Diary იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც ბნელი წარსული დღემდე ახსენებთ თავს.

#1 შარლიზ თერონი

შარლიზ თერონი, წარსული

ქერა ლამაზმანი, რომელსაც კინო ინდუსტრიაში საკუთარი სახელის ოქროს ასოებით ამოტვიფრა ფილმით The Monster მოახერხა, საკუთარ ბავშვობაზე იშვიათად საუბრობს. ამის მიზეზი კი მოძალადე მამაა, რომელიც დედამისს და პატარა შარლიზს ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.

შარლიზ თერონის დედა, მკვლელობა, მამა

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ თერონის დედამ - გერდამ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე თავდასხმის დროს იარაღით მოკლა. შარლიზის დედა გაამართლეს, თუმცა ტრაგიკული ისტორია მსახიობის ცხოვრებას შავ ლაქად დღემდე დაჰყვება.

#2 ტერი ჰეტჩერი

ტერი ჰეტჩერი, სასოწარკვეთილი დიასახლისები

სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი საზოგადოებამ Superman-ში შესრულებული, ლუის ლეინის როლით გაიცნო. ამას საკულტო სერიალი მოჰყვა, რომელმაც ტერის საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა ერთი შეხედვით უდარდელი მსახიობის ცხოვრება ყოველთვის ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს ღია წერილი მისწერა იმის შესახებ, რომ 5 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ტერი ჰეტჩერის წერილი, დონალდ ტრამპი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

ჰეტჩერმა წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ტრამპმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლები საჯაროდ გააკრიტიკა. ტერიმ მიმართვაში შემზარავი დეტალების შესახებაც ისაუბრა და იმაშიც გამოტყდა, რომ მოძალადე მისი ბიძა გახლდათ. ის ტერის გარდა სხვა გოგონაზეც ძალადობდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

#3 კიანუ რივზი

კიანუ რივზი, ტრაგიკული წარსული,

The Matrix-ის ვარსკვლავი თავისი ჩაკეტილი ხასიათის გამო Hollywood-ში “უცნაურ” ფიგურად ითვლება, თუმცა ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. კიანუს ცხოვრებაში ერთმანეთს ტრაგიკული მოვლენების მთელი სერია მიჰყვა. მსახიობი ნარკო დამოკიდებულმა მამამ 3 წლის ასაკში მიატოვა. წლების შემდეგ, მისი საუკეთესო მეგობარი ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებული დოზით მიღების გამო გარდაცვალა.

კიანუ რივზის შეყვარებული, გარდაიცვალა, ავტო ავარია

რამდენიმე წლის შემდეგ კი რივზმა და მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა - ჯენიფერ საიმმა ქალიშვილი დაბადებამდე 1 თვით ადრე დაკარგეს. ტრაგედიამ წყვილის ურთიერთობა დაანგრია. მათი დაშორების შემდეგ კი საიმი ავტო ავარიას ემსხვერპლა. არსებობს ვარაუდი, რომ ჯენიფერის გარდაცვალებაში წვლილი მუსიკოს - მერლინ მენსონს მიუძღვის, რომელმაც ახალგაზრდა ქალი წვეულებაზე ნარკოტიკული საშუალებებით მოამარაგა.

#4 სემუელ ელ ჯექსონი

სემუელ ელ ჯექსონი, წარსული

მძიმე ბავშვობის გარდა, სემუელ ელ ჯექსონის წარსულში მის პირად შეცდომებსაც მოიძიებთ. მსახიობი ალკოჰოლზე დამოკიდებულმა მამამ თვეების ასაკში მიატოვა. ჯექსონს ის ცხოვრებაში სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, თუმცა თინეიჯერობის ასაკში თავად სემუელიც ასცდა გზას, რაც კოლეჯის დიპლომის ფასადაც დაუჯდა.

სემუელ ელ ჯექსონი, ციხეში

სემუელი კოლეჯის სტუდენტებთან ერთად კამპუსში მძევლების აყვანაში მონაწილეობდა, რამაც მისი კოლეჯიდან გარიცხვა და მის რეზიუმეში პირობითი სასჯელის ჩაწერა გამოიწვია.

#5 რობერტ დაუნი უმცროსი

რობერტ დაუნი უმცროსი, წარსული

მსახიობს არა ერთხელ უსაუბრია თავისი ნარკო დამოკიდებულების შესახებ, თუმცა იმის შესახებ ალბათ არ იცოდით, რომ რობერტმა პირველი ნარკოტიკი 6 წლის ასაკში გასინჯა… მსახიობს მარიხუანა ნარკო დამოკიდებულმა მამამ მოაწევინა.

ის თავისებურად ცდილობდა ჩემთვის საკუთარი სიყვარულის ჩვენებას - ამბობს ინტერვიუში რობერტ დაუნი უმცროსი.

1999 წელს მსახიობი ჰეროინზე დამოკიდებულების გამო ციხეშიც მოხვდა, თუმცა რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ დამოკიდებულებასთან გამკლავება მოახერხა და “სიფხიზლეს” 2005 წლიდან დღემდე ინარჩუნებს.

#6 პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი, ძალადობის მსხვერპლი, გაუპატიურება

ისტორიები ქერა ლამაზმანის მძიმე წარსულის შესახებ არა ერთხელ გექნებათ მოსმენილი. პამელაზე პირველად 6 წლის ასაკში მდედრობითი სქესის ძიძამ იძალადა.

პამელა ანდერსონის ბავშვობა, გაუპატიურება

ამას 12 წლის ასაკში 25 წლის კაცის მიერ გაუპატიურება მოჰყვა, თუმცა ყველაზე შოკისმომგვრელი რამ მსახიობს 14 წლის ასაკში გადახდა, როდესაც მისმა შეყვარებულმა 6 მეგობართან ერთად გააუპატიურა. ანდერსონმა ამ ამბის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

#7 ოპრა უინფრი

ოპრა უინფრის ბავშვობა, წარსული, მსხვერპლი

დღის ეთერის დედოფლის ტიტულის მოპოვებამდე ოპრა უინფრიმ ხანგრძლივი და ძალიან მტკივნეული გზა განვლო. ტელეწამყვანი ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადრეულ ასაკში გახდა, რაც 14 წლის ასაკში მისი ორსულობით დაგვირგვინდა. ოპრას ვაჟი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ოპრა უინფრი, მძიმე ბავშვობა

საბოლოოდ შტატმა უინფრი საცხოვრებლად იმ ადამიანთან გაუშვა, ვისაც ის დღეს მამას ეძახის. სწორედ მისი დამსახურებაა ოპრას უმაღლესი განათლება და კარიერული წინსვლა.

ზევით