HOLLYWOOD-ის ახალი წყვილი - ჰარი სტაილსის და ოლივია უაილდის რომანი

harry and olivia love

ჰოლივუდი ახალ შესაძლო წყვილზე ალაპარაკდა. ტელესერიალი HOUSE-ის ვარსკვლავი - ოლივია უაილდი და ჯგუფი One Direction-ის სოლისტი - ჰარი სტაილსი რამდენიმე დღის წინ, საერთო მეგობრის ქორწილში, ხელ ჩაკიდებულები დააფიქსირეს.

harry olivia romani

წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ახალ ფილმზე - Don't Worry Darling იმუშავა, რომლის რეჟისორიც თავად ოლივია გახლდათ. წყაროს თქმით, უაილდი და ჰარი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.

harry olivia page six

Page six-ის მიერ მოპოვებულ ფოტოებში უაილდი და სტაილსი ქორწილის მიღებაზე პირბადეებით შედიან. 36 წლის მსახიობს გრძელი, ყვავილებიანი კაბა აცვია, 26 წლის სტაილსი კი შავი ფერის კოსტუმშია გამოწყობილი. რამდენიმე ფოტოში კი ჰარი ახალ დაქორწინებულებთან ერთად თეთრი ხალათით პოზირებს.

harry styles

ფილმის გადაღებები, რომელზეც წყვილმა ერთად იმუშავა, ლოს ანჟელესში მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ ჰარიმ და ოლივიამ შეხვედრა გადაღებების პირველივე თვეს დაიწყეს.

ოლივიასთვის ეს საქმროსთან დაშორების შემდეგ პირველი ურთიერთობაა.

მსახიობი მეორე ნახევარს - ჯეისონ სუდეიკისს 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასული წლის ნოემბერში დაშორდა. წყვილს 2 საერთო შვილი, 6 წლის ვაჟი - ოტის ალექსანდერი და 4 წლის ქალიშვილი - დეიზი ჟოზეფინა ჰყავს. უაილდი და სუდეიკისი 2012 წელს დაინიშნენ, მაგრამ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ.

olivia wilde and husband

რაც შეეხება ჰარი სტაილსს, მუსიკოსი და მსახიობი Hollywood-ის ერთ-ერთი განთქმული მექალთანეა. მისი ყოფილების სიაში ისეთი ცნობილი სახეები შედიან, როგორებიც Victoria’s Secret-ის მოდელები - ქენდალ ჯენერი, კამილ როუ და სარა სამპაიო, როდ სტიუარტის ქალიშვილი - კიმბერლი სტიუარტი, The pussycat dolls-ის სოლისტი - ნიკოლ შერზინგერი, მომღერალი - ტეილორ სუიფტი და სხვები არიან.

harry styles kendal

ზევით