#ცნობილები

54 წლის ჰოლი ბერის ფოტოები საცურამო კოსტიუმში - მსახიობი არ ბერდება

გაზიარება:

54 წლის ჰოლი ბერი იმის ნათელი მაგალითია, რომ შინაგანი სილამაზე ყოველთვის ასხივებს და რომ ასაკთან ბრძოლა შესაძლებელია! თვალისმომჭრელი მსახიობი სოციალური მედიის საშუალებით ჯანსაღი ცხოვრების წესს ხშირად უწევს პროპაგანდას, რისი შედეგიც ნამდვილად სახეზეა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Halle Berry (@halleberry)

Hollywood-ელმა ლამაზმანმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ Instagram გვერდზე გეპარდის პრინტიან საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მსახიობს ამავე პრინტით გაწყობილი მაღალყელიანი ჩექმა აცვია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Halle Berry (@halleberry)

ჰოლი ბერის საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფება და ამაზე მისი გარეგნობაც მეტყველებს. მსახიობი ხშირად მედიტირებს, დიდ დროს ატარებს ბუნებაში, იკვებება ჯანსაღად და ყოველდღიურად ვარჯიშობს. რომელი ჩვენგანი არ ისურვებდა 54 წლის ასაკში ასეთ სხეულს?!

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Halle Berry (@halleberry)

ჰოლი ცხელი ზაფხულის მოახლოვებას უკვე დიდი ხანია აღნიშნავს. შესაძლოა ეს მისი ცხელ-ცხელი გრძნობების დამსახურებაა. მსახიობისა და მისი ბოიფრენდის - მუსიკოსი ვან ჰანტის ურთიერთობა Instagram-ზე დიდ ყურადღებას იმსახურებს. რამდენიმე კვირის წინ ბერიმ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეწამულ კაბაში მეორე ნახევართან ერთად პოზირებს. მსახიობს სამანტა ბლექის კაბა აცვია, მუსიკოსი კი შინდისფერ ბერეტსა და გრაფიტით გაფორმებულ მოსაცმელშია გამოწყობილი.  

ზევით