#ცნობილები #SocialMedia

ჰეილი ბიბერის YOUTUBE არხის პირველი ვიდეო - WHO'S IN MY BATHROOM?!

გაზიარება:

ჰეილი ბიბერის ოფიციალური YOUTUBE არხი სულ რაღაც 1 დღის წინ გაჩნდა და მას უკვე 187 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ცნობილი მოდელის პირად გვერდზე ჯერ მხოლოდ 3 ვიდეოა ატვირთული. მათ შორის ერთ-ერთი კი უკვე ნამდვილი ჰიტია. ჰეილის საუკეთესო მეგობართან - ქენდალ ჯენერთან სახალისო ინტერვიუმ და თამაშმა NEVER HAVE I EVER 1 დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

Who's in my bathroom?! - ეს ჰეილის YOUTUBE არხის ერთ-ერთი რუბრიკაა, რომელშიც მოდელი სტუმრებს საკუთარ აბაზანაში იღებს და მათთან ერთად სახალისო, საინტერესო და არაორდინალური აქტივობებითაა დაკავებული. მისი პირველი სტუმარი კი დიდი ხნის მეგობარი ქენდალ ჯენერი გახლდათ, რომელთან ერთადაც ჰეილიმ შუა აბაზანაში ყველიანი მაკარონიც კი მოამზადა და მიირთვა. 

განსაკუთრებული მოწონება ვიდეოს მეორე ნაწილმა დაიმსახურა, სადაც მეგობრები ცნობილ თამაშს Never have I ever თამაშობენ. გადამღები ჯგუფი გოგონებს კითხვებს უსვამს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მონაწილემ 1 ჭიქა ტეკილა უნდა დალიოს. Spoiler-ის თავიდან ასარიდებლად, თამაშის ბოლოს გოგონების კონდიციას ხაზს აღარ გავუსვამთ. 

ჰეილი ბიბერის Youtube არხი მოდელის Beauty რუტინასაც მოიცავს. გარდა ამისა, არხი ჰეილის პირადი გამოცდილებებიტა და რეალური ცხოვრებით იქნება გაჯერებული. 

ზევით