#ცნობილები

გვენ სტეფანის ნიშნობის დღემდე უცნობი კადრები

გაზიარება:

გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის დაოჯახების ამბავი უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვარსკვლავური წყვილის ბედნიერი დღის შესახებ აქამდე მხოლოდ მონათხრობი მოგვისმენია. გვენმა ამჯერად მიმდევრებს ნიშნობის დღის ამსახველი, აქამდე უცნობი ვიდეო და ფოტო მასალა საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გაუზიარა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gwen Stefani (@gwenstefani)

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქანთრი მომღერალმა საყვარელ ქალს მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვა. სტეფანის გაზიარებულ ვიდეოებსა და ფოტოში ხელის თხოვნის მომენტია ასახული. ბლეიკმა მეორე ნახევარს ცოლობა ოკლაჰომაში, საკუთარ რანჩოზე სთხოვა, სადაც მოგვიანებით წყვილის ქორწილიც გაიმართა. წყვილმა წელს, 3 ივლისს, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში იქორწინა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gwen Stefani (@gwenstefani)

წყვილმა ჯვარი სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ საკურთხეველში დაიწერა, სადაც გვენის გვერდით მისი სამი ვაჟი - 15 წლის კინგსტონი, 13 წლის ზუმა და 7 წლის აპოლოც იდგნენ.

ზევით