#დეკორი

სტეისი ბენდეტის სახლი, რომელიც მყუდრო მუზეუმის ელფერს ატარებს

გაზიარება:

სტეისი ბენდეტის სახლში შესვლისას, პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, დიზაინერის ქალიშვილების უზარმაზარი პორტრეტებია. იატაკზე კი ოჯახის ყველა წევრისთვის განკუთვნილ კალათებს დაინახავთ, ისინიც პორტრეტების მსგავსად ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. კალათა დიზაინერის ძაღლ, Blue-სთვისა და კატა Princess-ისთვისაც კი არის. 

ეს სივრცე ბენდეტის საოცარი და პარადოქსული სახლის სახელს ატარებს, ამასთანავე აქ ძალიან მყუდრო და საოჯახო გარემო იქმნება. ბენდეტი მოდის დიზაინერია, რომელიც მეუღლესთან, კინოპროდიუსერ ერიკ აისნერთან და სამ ქალიშვილთან ერთად, ნიუ-იორკში ცხოვრობს. სტეისი ტანსაცმლის კომპანიის, Alice + Olivia-ს დამფუძნებელია. 

სახლი, რომელიც საინტერესო თავგადასავლს უფრო ჰგავს, 632 m² ფართობისაა და მანჰეტენზე, Upper West Side-ზე მდებარეობს. 

შემოქმედებითი ადამიანი თუ ხარ, არსებობს რაღაც სივრცეები, რომლებიც შენთვისაა შექმნილი და სწორ ენერგიას გრძნობ იქ ყოფნისას - სწორედ ასეთი ენერგიის მატარებელია ეს სახლიც.

ერთ-ერთ ინტერვიუში დიზაინერი ამბობს, რომ სახლის არჩევისას, ლამაზ ხედზე მეტად მნიშვნელოვანი დიდი ფანჯრები და მაღალი ჭერია. სახლი ერთდროულად ძალიან ფერად, მეგობრულ გარემოს უნდა ქმნიდეს და თან ელეგანტურობასაც ინარჩუნებდეს. ამიტომაცაა, რომ სტეისის სახლში ბავშვებს შეუძლიათ საწოლებზე იხტუნონ, შეიგრძნონ თავისუფლება და ამავე დროს ბენდეტი მეგობრებისა თუ ოჯახის გარემოში სერიოზულ შეხვდრებს გაუმასპინძლდეს. 

ბენდეტის სახლი ორი აპარტამენტის გაერთიანებაა. ერთში თავდაპირველად 80-იანი დისკოს გარემო სუფევდა, მეორეში კი თავად ბენდეტის თქმით "ფაქტობრივად ჭუჭყიანი იატაკი" იყო მხოლოდ. რამდენაც რთული არ უნდა ყოფილიყო, დიზაინერმა საკუთარი თავი ორივე სივრცეს შეუნარჩუნა და ახალი სულიც შთაბერა. მაგალითად ორივე სახლის ბუხარს რესტავრაცია ჩაუტარდა, ასევე განახლებული სახით შენარჩუნდა ხის ნაკეთობებიც.

ამ სახლის ინტერიერის დიზაინერი ლუიზ კიუგელბერგია, რომელმაც პროფესიონალიზმითა და კრეატიულობით სივრცეს ახალი სიცოცხლე შესძინა. ლუიზის თქმით, სახლის ეკლეკტიციმიზმი ინტერნაციონალური სტილის თავისმა ხედვამ განსაზღვრა. ვენეციური ჭაღები და ესპანური ხალიჩები მადრიდის Ritz სასტუმროდანაა, თანამედროვე ნახატები ფარჩესკო კლემენტისა და ხორხე გალინდოს ნამუშევრებია, მაღალი სასადილო მაგიდა კი თავად ლოლა შნაბელმა საკუთარი ხელით მოხატა.

სწორედ ფრანჩესკო კლემენტს ეკუთვნის საერთო ოთახში მონუმენტური ფრესკა. სახლი იმდენად დატვირთულია ხელოვნების საოცარი ნიმუშებით, რომ ერთხელ სტეისის მეგობარმა კედელზე კატის ნაფხაჭნიც კი რომელიღაც დიდი ხელოვანის ნამუშევრად ჩათვალა. ეს ამბავი ზუსტად აღწერს ამ სახლის მუზეუმის მსგავს აურას. 

ბენდეტის საყვარელი ოთახი სახლის გარემოში ცირკის კარვის განსახიერებაა. ცისფერი და თეთრი ზოლები რამდენიმე მნიშვნელობას ატარებს. ერთი ის, რომ ბენდეტის მეუღლის ოჯახი ინგლისში ფეხბურთის გუნდს ფლობს, სახელად Portsmouth Football Club და ასეთია გუნდის ფერებიც. ამასთანავე ბენდეტის მოდის სფეროში პირველი წარმატება ზოლებიან შარვალმა მოუტანა. ეს ის ოთახია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება და სატელევიზიო გადაცემებს ერთად უყურებს. 

შვილების ოთახი თითოეული მათგანის ინდივიდუალიზმს გადმოსცემს. მაგალითად ბენდეტის თქმით, ათენას არ უყვარს ვარდისფერი, ამიტომაც მისი ოთახი ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. დიზაინერის სამივე შვილი მოზარდია, ამიტომაც ხშირად ეცვლებათ ინტერესები, ამ ყველაფრის შესაბამისად კი პატარ-პატარა ცვლილებებს მათი ოთახის ინტერიერიც განიცდის. 

ზევით