სასტუმრო მუზეუმი სოლიდარობას უცხადეს უკრაინელ ხალხს

ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო "მუზეუმია" განთავსებული ისტორიული ნაგებობაა. ადგილი, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მზად არის უსასყიდლოდ უმასპინძლოს საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და  საჭიროებენ დახმარებას. 

ამ რთულ მომენტებში, როდესაც უკრაინა ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის და მათ შორის საქართველოს თავისუფალი მომავლისთვისაც, მნიშვნელოვანია კერძო და სამოქალაქო სექტორების აქტიური ჩართულობა. 

ზევით