#მუსიკა

LIO with ILA, რომლის სიმღერაც პროტესტის გულისცემად იქცა

გაზიარება:

“Heart beating, Soul breathing” ბოლო დღეებია ჩვენი გულები LIOwithILA-ს სიმღერის რითმზე ფეთქავს. 

სიმღერა, რომელიც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ჰიმნად იქცა, ქართულ მუსიკალურ პროექტს ეკუთვნის. IAWO - არასტანდარტული სიმღერა, უნიკალური ტექსტითა და მუსიკით, საერთო საქმის სიყვარულით შეკრებილმა ადამიანების ჯგუფმა შექმნა. ილა წულაძე კომპოზიტორი და პროდიუსერია, ლიო ჩხეიძე ვოკალისტი და ტექსტების ავტორი, ხოლო თამარა ჯაჭვლიანი არტისტ მენეჯერი. ჩვენთან ინტერვიუში თამარა მათი საერთო ამბის დასაწყისზე გვიყვება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ILA (@soundofila)

თამარა: მე და ილა, წლებია მუსიკალურ სფეროში ვართ. ადრეც გვქონია მუსიკოსებთან არაერთი პროექტიდა ორივე დამწყებ მუსიკოსებს ხშირად ვუჭერთ მხარს. ლიო, ბათუმში ცხოვრებისას გავიცანით, დამწყები მუსიკოსი იყო. ლიომ ილას თავისი სიმღერების აკუსტიკური ვერსიები მოასმენინა, ილას მოეწონა და უთხრა, რომ დაეხმარებოდა. ილამ თავისი დანაპირების განხორციელება გადაწყვიტა და ლიოს აკუსტიკურ სიმღერებზე მუშაობა დაიწყო. მან ლიოს ვოკალზე მუსიკა შექმნა. შემდეგ მე მოვისმინე და შევუერთდი ამ პროექტს. აი ასე, ჩვენი მხარდაჭერა საერთო საქმედ გადაიქცა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LIOwithILA (@liowithila)

ბოლო პერიოდია, ქართველი მუსიკოსები თუ პროდიუსერები მაღალი ხარისხის, უნიკალურ და საინტერესო შემოქმედებას გვთავაზობენ. ადრე თუ ტიკ-ტოკზე მსოფლიო ტრენდებს მივყვებოდით, დღეს უკვე IAWO-ს სახით ჩვენი პირადი “საუნდი” გვაქვს. ამ სიმღერაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების მოფრიალე ქართველების უკვე 4000-ზე მეტი ვიდეო მოგვეპოვება. 

თქვენი შემოქმედება განვითარებული მოვლენების რეფლექსია თუ შინაგანი ამბოხია?

თამარა: ჩვენი ინსპირაცია ალბათ უფრო ყოველდღიურობა, განწყობა, გარემო და მოვლენებია. მუსიკა ხომ ზოგადად ცხოვრების საუნდტრეკია. ის ყოველთვის შეგიძლია რაღაც კონკრეტული მოვლენის საუნდტრეკად აქციო. ჩვენი სიმღერები კი ისეთია, რომ ყველამ შეიძლება იპოვოს საკუთარი თავი, სიხარული, სევდა, თავისუფლება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ILA (@soundofila)

 

"ჩვენ გვიხარია ის ემოციური ბმა, რაც მსმენელისთვის თავისუფლებასა და ჩვენს მუსიკას შორის გაჩნდა, რადგან სწორ მხარეს ვდგავართ და ისტორიის სწორ მხარეს ვიწერებით”.

თამარა პროტესტის მონაწილეებს მიმართავს :

“არ გაჩერდნენ საკუთარი მიზნების გზაზე, რადგან უკეთესი მომავალი, პირველ რიგში, პირადი მიზანია”.

თამარა LIOwithILA-ს მუშაობის პროცესზეც გვიყვება. ლიო ტექსტებს წერს, ილა მუსიკას და თავის ბექ ვოკალს ადებს. თამარას თქმით: "მომავალში ილას დელუზიურ ტექსტებსა და ვოკალსაც, ლიოს ვოკალთან ერთადაც მოვისმენთ. ჯერ სიურპრიზები წინ არის".

LIOwithILA-ს სიმღერები ფართო საზოგადოებამ რამდენიმე საინტერესო პროექტის მეშვეობით გაიცნო. ერთ-ერთი The Clapper-ისთვის ჩაწერილი პროგრამაა. მათ სიმღერები თბილისის "ქოლგა ფესტივალზეც" შეასრულეს. სიმღერა "დღეს" კი, სერიალ, "ჩემი ცოლის დაქალებში", ჯეკოს და ნათიას სიყვარულის ისტორიას ფონად გასდევს. 

თამარა The Diary-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ სიმღერებზე ყოველ დღიურად მუშაობენ. მალე გამოქვეყნდება უამრავი სიმღერა, რომელიც უკვე ჩაწერილია და დღის სინათლეს ელის. იგეგმება LIO with ILA-ს კონცერტიც. დეტალებს კი მალე გავიგებთ. თქვენ კი, უკვე შეგიძლიათ, LIO with ILA-ს სიმღერებს ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე მოუსმინოთ. 

ზევით