#საზოგადოება

ორი სხვადასხვა სამყარო ერთ დედამიწაზე

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ბოლო დღეების მანძილზე, მედია სამყარო გაღმა ნაპირიდან მოსულმა ბრჭყვიალა სიახლეებმა მოიცვა. მათ შორის, TheDiary-ის რედაქციამ  Met Gala 2024-ის მთავარი აქცენტები მიმოიხილა. თუმცა, როცა ნიუ-იორკში, ცნობილი ადამიანების მილიონობით დოლარად შეფასებული კაბებითა და კოსტიუმებით, მეტროპოლიტენ მუზეუმის კიბეებზე პოზირების პარალელურად, სამყაროს მეორე მხარეს, ადამიანები ბომბებისგან თავშესაფარს ეძებდნენ. მსოფლიოში ორი უდიდესი ომი მიმდინარეობს. პუტინის ხელისუფლება უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც უკრაინელ ხალხთან ომშია ჩაბმული. ბომბავს უდანაშაულო ადამიანებს და მიწასთან ასწორებს ქალაქებს.

პარალელურად კი ომი ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარეობს, რომელმაც სამყარო ორად გაყო, ორი პოლუსი გააჩინა და რთულია, არ დაეთანხმო ორივე მხარის პოზიციას: ბრძოლა ტერორიზმთან, თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეწირული ადამიანები ორივე მხრიდან?!

ჯერ კიდევ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან (მას შემდეგ რაც ჰამასმა ისრაელზე დიდი შეტევა განახორციელა), ისრაელის ძალებმა მკაცრად შეზღუდა სახმელეთო გზები. მსოფლიოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ისრაელის ხელისუფლება თვითნებური და წინააღმდეგობრივი კრიტერიუმების დაწესებაში დაადანაშაულეს. მათი ქმედებები ხელს უშლის უკვე ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე ხალხის დასახმარებლად მისული სპეციალური სამსახურების მოხვედრას..

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by The Cut (@thecut)

ღაზას სექტორში სახმელეთო გზების გახსნას ითხოვენ აშშ-ს წარმომადგენელი ორგანიზაციებიც. CNN-ის უკანასკნელ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ მომავალ კვირას უნდა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარებების შესვლა ღაზის ტერიტორიაზე. ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკანასკნელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა ისრაელს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ ისრაელი ღაზაზე თავდასხმას განაგრძობს. ეს შედეგი კი მსოფლიო პროტესტის დამსახურებაა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ground News (@groundnews)

Meanwhile საქართველოში დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში პროტესტი გუგუნებს. ქვეყანაში დაძაბულობა, თუმცა მომავლის გადარჩენის ჟინი იგრძნობა, ბრძოლითა და სისხლით მოპოვებული, ევროპისკენ მიმავალი გზის შენარჩუნების ჟინი. გზის, რომელიც ქართული საზოგადოების ურყევი არჩევანია. 

ეს სტატია, უბრალოდ იმის შეხსენებაა, რომ დედამიწაზე ორი პარალელური სამყარო არსებობს. იმართება უამრავი გალა კონცერტი, კინო დაჯილდოება, სპორტული მატჩი... სამყაროს მეორე მხარეს, ან თუნდაც გვერდით ქვეყანაში კი ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. შიშის, გადაღლის, თუ ყოველდღიური რუტინის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ამოვიღოთ ხმა უსამართლობასა, თუ ჩაგვრაზე, გავაპროტესტოთ ყველა ის ქმედება, რომელიც თავისუფლებას, ადამიანის ჯანმრთელობასა და მომავალს უქმნის საფრთხეს. 

ზევით