#მუსიკა

ROISIN MURPHY-ის კონცერტით ADAM&EVE-ის ეპოქა იწყება!

გაზიარება:

დავით აღმაშენებლის 164 ნომერში, ყოფილი კინოს პავილიონის შენობა, 19 აპრილიდან ცნობილი არტისტების პერფორმანსებს უმასპინძლებს. Adam&Eve ასე დაერქვა ამ სივრცეს და ის ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ოფიციალური გახსნა 19 აპრილსაა ჩანიშნული და ცნობილი ირლანდიელი მომღერლის კონცერტით დაიწყება ის საინტერესო გზა, რომელზეც “ადამი და ევა” გაგვიძღვება. სულ რაღაც 2 დღეში ქართველი მსმენელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-დუეტ Moloko-ს სოლისტის, Róisín Murphy-ის გრანდიოზულ კონცერტზე დასწრებას შეძლებს. ირლანდიელმა არტისტმა თავისი შემოქმედებით პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, Moloko-ს რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია “The Time Is Now” და “Sing It Back”, რომლებსაც დღემდე უამრავი მსმენელი ჰყავს.

 

მომღერალმა სოლო კარიერა 2005 წელს ალბომით “Ruby Blue” დაიწყო. მას შემდეგ კი მუსიკალური სფეროს ცნობილი გამომცემლები მერფის მოიხსენიებენ, როგორც “ირლანდიური ავანგარდის დედოფალს”. მომღერალს ძალიან უყვარს იმპროვიზაცია და სხვადასხვა ჟანრის მუსიკაში ექსპერიმენტების კეთება. მერფი მსმენელს ყოველთვის საოცარ შოუს სთავაზობს. ირლანდიელ მომღერალს გამორჩეული ჩაცმის სტილიც აქვს. ის პერფორმანსების დროს ხშირად იცვლის სამოსს და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის არამხოლოდ კარგი მუსიკალური ნომრებითა და კოსტიუმებით, არამედ მთლიანი კონცერტის მიმდინარეობითა და გარემოთი, რომელსაც არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ქმნის. კონცერტზე ირლანდიელი არტისტის გარდა ქართველი მუსიკოსებს Morning Tale-სა და Jino dollini-ს ვიხილავთ.

კონცერტის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. 

✦ 21:00 Adam&Eve-ის კარის გახსნა

✦ 22:00 Morning Tale

✦ 23:00 Roisin Murphy

✦ 00:30 Jino dollini

I კალათა - 110 ლარი

Eden’s Garden - 250 ლარი ბილეთები

მასტერქარდის ბარათზე მოქმედებს 15% ფასდაკლება

ასაკობრივი შეზღუდვა 19+

 

ზევით