#UKRAINE

პუტინის მეგობარი ვალერი გერგიევი ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უდირიჟორებს

გაზიარება:

კარნეგი ჰოლის და ვენის ფილარმონიულ ორკესტრის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია, აშშ-ის ტურნეში ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს. ცვლილების მიზეზი რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის გამოცხადება გახდა.

„ცვლილება მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე მოვლენების გამო განხორციელდა„ - ნათქვამია კარნეგი ჰოლის პრესმდივანის, სინევე კარლონიოს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვალერი გერგიევს საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, დირიჟორი გულმხურვალედ უჭერდა მხარს პუტინის ყველა ქმედებას წარსულში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის ყირიმის ანექსიასაც. გერგიევისა და პუტინის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის, ამ ფაქტისა და მისი წარსული განცხადებების მიხედვით ძნელი გამოსაცნობი სულაც არ არის, რა პოზიცია აქვს რუს დირიჟორს ახლა.

ვალერი გერგიევი სანკტ-პეტერბურგში მარიინსკის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელია, ეს ის დირიჟორი გახლავთ, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თეატრალური ორკესტრი ცხინვალში ჩაიყვანა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონცერტი გამართა.

ზევით