#UKRAINE

PSP 200 000 ლარის მედიკამენტებსა და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთებს უგზავნის უკრაინელ ხალხს

გაზიარება:

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინა საქართველოს თავისუფალი მომავლისთვისაც იბრძვის. უკრაინელი ერის მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე არაერთი ქართული კომპანია უწევს უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას. 𝐏𝐒𝐏 სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

psp ukraine

ზევით