მეგანი & ჰარი: „ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“

უკვე მეორე დღეა, რაც უკრაინას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან რუსეთი თავს დაესხა, ევროპის შუაგულში ამ წუთებში ომი მიმდინარეობს და სანამ ვლადიმერ პუტინი უტიფრად აცხადებს, რომ უკრაინამ მას სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დაუტოვა, მსოფლიოს მისი ტყუილების არ სჯერა.

მეორე დღეა, რაც ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. ამერიკელი რეჟისორი შონ პენი ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და სამყაროსთვის იმ სიმართლის საჩვენებლად, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარესაა. 

ოსკაროსანი მსახიობი ხავიერ ბარდემი ესპანეთში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციას შეუერთდა და მედიასთან საუბრისას განაცხადა: „პუტინს აქვს ძალიან ულტრანაციონალისტური, იმპერიალისტური და ცარისტული აზროვნება, მას სჯერა, რომ აქვს უფლება შეიჭრას ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში. მე აქ მოვედი, რათა დავგმო პუტინის მიერ უკრაინაზე ეს აბსურდული და სასტიკი თავდასხმა“.

სანამ შონ პენი და ხავიერ ბარდემი უკრაინის მხარდაჭერას ფიზიკურად უცხადებენ, ონლაინ სივრცეში, ცნობილი ადამიანების პირად სივრცეებში სხვა ბრძოლა მიმდინარეობს იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკელი მსახიობი მარკ რუფალო უკრიანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, გასულ ღამეს გადაღებული ფოტოსურათით გამოეხმაურა.

„როგორც ბევრი თქვენგანი, ახლა მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჯერ ადრეა იმის თქმა თუ რა მოხდება, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხია და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, რომელიც არ შეიძლება ასე უბრალოდ იყოს უარყოფილი“ - დაწერა ანჯელინა ჯოლიმ.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“ - დაწერეს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოფიციალურ გვერდზე.

„პუტინი დესპოტია და თუ შესაძლებლობა მიეცემა შთანთქავს ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ერთი მეორის მიყოლებით და აღადგენს სსრკ-ს. უდავოა, რომ ეს პროცესები დატოვებს ევროპას მარტოს და დაუცველს. რუსეთს, ჩინეთსა და საუდის არაბეთს სურთ ამერიკა მათ ფეხებთან იხილონ, ისინი სიძულვილით არიან სავსე“ - დაწერა შერმა.

აგრეთვე გაეცანით ცნობილი ადამიანების პოსტებს სოციალურ ქსელში: 

ელზა ჰოსკი
კენდალ ჯენერი
რიზ უიზერსპუნი
მაილი საირუსი
ბელა ჰადიდი
არიანა გრანდე
დუა ლიპა

 

ზევით