#მოდა

მატილდა გვარლიანი მოდის სამყაროს იპყრობს

გაზიარება:

მატილდა გვარლიანი მოდის სამყაროს იპყრობს! ყველას კარგად გვახსოვს, რომ მატილდა პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, VOGUE-ის გარეკანზე ვიხილეთ. ბოლო რამდენიმე დღეა მისი წარმატების ახალი ამბები ვრცელდება. Models.com-ის 2024 წლის სიაში, მატილდა, მსოფლიოს ტოპ 50 მოდელს შორისაა. 

მატილდა ნიდერლანდების Vogue-ისთვის, 2022 წელი

ამ სიაში ის მოდელები ხვდებიან, რომლებიც მოდის კრიტიკოსების აზრით, მომავალი თაობის სუპერმოდელების რიგებში ეწერებიან. სიის შედგენაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ფოტოგრაფებიდან დაწყებული, გიგანტი მოდის სახლებითა და ბრენდებით დასრულებული. ეს ის 50 მოდელია, რომლებთანაც მუშაობა ამ მომენტში დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისთვის პრიორიტეტია. 

მატილდა Wonderland-ის გარეკანზე

მატილდა გვარლიანმა კი მოახერხა და ასეთ კონკურენტულ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. მას წინ უამრავი საინტერესო კამპანია ელის და ტოპ ბრენდებთან საქმიანობასაც უკვე ახალი ტიტულით გააგრძელებს. ის მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია, რაზეც მსოფლიო კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან.

მატილდამ, გოგომ სვანეთიდან, აქტიური სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. 2022 წელს კი ნიდერლანდების ვოგის გარეკანზე, Ellen von Unwerth-ის საოცარი ფოტოებით გამოჩნდა. ამის შემდეგ ის Breakout Star-ის კატეგორიაში, Vogue-ის მკითხველის რჩეულიც გახდა. მატილდამ 2023 წელს Le Monde-ის გარეკანიც დაამშვენა. 

მატილდას VOGUE-ს რიგით მეორე გარეკანი, 2024

23 წლის ქართველი მოდელი უკვე 10 უდიდეს სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათ შორისაა ნიუ-იორკის, მილანის, პარიზის, ლოს-ანჯელესის, ლონდონის, მადრიდისა და სხვა დიდი ქალაქების სააგენტოები. ალბათ ყველა ჩვენგანს დაამახსოვრდა მატილდას გუჩის სათვალეებისა და შანელის უკვდავი სუნამოს, Chance-ის კამპანიები. ევროპის დიდი ქალაქები ქართველი მოდელის ბილბორდებით იყო აჭრელებული.

მატილდა გვარლიანი Gucci-ს სათვალეების კამპანიაში

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მატილდა Red Valentino-ს სახეა. 

 

Models.com ის პლატფორმაა, რომელიც ჯერ მატილდას მსგავსი, ამომავალი ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, შემდეგ კი ეს მოდელები სხვა პრესიჟულ ნომინაციებს იმსახურებენ ხოლმე, როგორიცაა Model of the Year თუ Legends. რა ვიცით, იქნებ მალე მატილდა ნაომი ქემბელის, კარლა ბრუნისა თუ ქეით მოსის გვერდით ვიხილოთ! მანამდე კი 2024 წლის მოდის კვირეულებზე, მატილდას საუკეთესო ლუქებს თვალი ერთად გადავავლოთ. 

ზევით