#UKRAINE

ჰაკერებმა მოსკოვს და პუტინს კიბერ ომი გამოუცხადეს

გაზიარება:

ჰაქტივისტურმა დაჯგუფებამა Anonymous უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოსკოვს და პუტინს კიბერ ომი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთმა გუშინ, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. პუტინის მთავრობა უკრაინას მხოლოდ აღმოსავლეთიდან კი არ უტევს, არამედ ეს სრულმასშტაბიანი შეჭრაა, რომელიც ყველა მიმართულებიდან ხორციელდება სუვერენულ სახელმწიფოზე.

ჰაკერების ცნობილმა საერთაშორისო დაჯგუფებამ განცხადება საკუთარ Twitter გვერდზე  კრემლის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მალევე გააკეთა. შეტყობინებაში ნათქვამია: „Anonymous-მა ოფიციალურად დაიწყო კიბერ ომი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ“.

განცხადებიდან რამდენიმე საათში Anonymous-მა პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის სამთავრობო ვებგვერდების, მათ შორის კრემლისა და დუმის საიტების დაჰაკვაზე. რასაც მალევე რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ქსელის RT-ის ვებგვერდის გათიშვა მოჰყვა.

Anonymous-ი კიბერ ომს აგრძელებს და ის რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის ვებგვერდსაც დაესხა. „გათიშულია უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს ჰაკერული დაჯგუფება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიც დაჰაკა.

ზევით