ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვარსკვლავთცვენა იქნება

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარის

ჯონ ლეჯენდი, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, დემი ლოვატო, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ბონჯოვი - ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება.

Covid-19 უსაფრთხოების გამკაცრებითა და კაპიტოლიუმის დაცვის გაძლიერებით, 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება. კაპიტოლიუმის საფეხურებზე დემოკრატები, ჯო ბაოდენი და კამალა ჰარისი ამერიკის ხალხის წინაშე ფიცს დადებენ.

ვაშინგტონის მერი ამერიკელებს მოუწოდებს ინაუგურაციას თვალი სახლიდან ადევნონ თვალი. ABC, NBC, CBS, MSNBCCNN, Fox, Amazon Prime Video, Microsoft Bing - ეს ის მცირე ჩამონათვალია სხვადასხვა არხებისა, საიდანაც ამერიკელებს შესაძლებლობა ექნებათ ინაუგურაციის პროცესს თვალი ადევნონ.

ტომ ჰენკსი

ინაუგურაციის შოუ 20:30 (საქართველოს დროით დილის 5:30-ზე) დაიწყება და მას სრულიად სამყაროსთვის საყვარელი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება, ხოლო ლედი გაგა ამერიკის ჰიმნს შეასრულებს. საინტერესოა, რას გვიმზადებს ჯენიფერ ლოპესი? ბოლო დროს, მეგავარსკვლავი განსაკუთრებული შოუებით ანებივრებს ამერიკელებს. როგორც ამბობენ, ეს ინაუგურაცია დაუვიწყარი იქნება. ამერიკელებმა ნამვილად იციან თუ როგორ შექმნან მეგა შოუ!

ჯო ბაიდენი

სხვათაშორის, ლედი გაგა ჯორჯ ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. ზოგადად შოუბიზნესი, განსაკუთრებით კი ჰოლივუდის ელიტა, ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლა კი მითუმეტეს, ამერიკის ელიტა დონალდ ტრამპს „პერსონა ნონ გრატად“ თვლის.

ზევით