#WOMEN POWER

2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

გაზიარება:

თეთრი სახლიდან, მსოფლიოს ყველაზე დიდი კორპორაციების კაბინეტებამდე, ქალები დღეს საკუთარ პოზიციებს ყველაზე ხმამაღლა აფიქსირებენ. 21-ე საუკუნის ჯერ კიდევ არსებული გენდერული უთანასწორობის პირობებში, ისეთმა კამპანიებმა, როგორებიცაა #meToo, #TimesUp და სხვა, ქალების ხმებს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი შესძინა და ბევრი ჩაკეტილი კარი გააღო. The Diary იმ გავლენიანი ქალების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომლებმაც გენდერული, თუ რასობრივი წინაღობების მიუხედავად, თანამედროვე ისტორია საკუთარი ძალებით დაწერეს. 

 

კამალა ჰარისი - ამერიკის ვიცე პრეზიდენტი

შეუძლებელია სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი ქალი ვიცე პრეზიდენტი არ მოვაქციოთ. კამალა ჰარისი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია, რომელმაც 46 რგოლიანი ჯაჭვის გარღვევა და ამერიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება მოახერხა. 

კამალა ჰარისი, Kamala harris vp 2021

7 ნოემბერს, პოსტზე ჰარისის კანდიდატურის დადასტურების შემდეგ, მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

შესაძლოა მე ამ ოფისში პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგან ყველა გოგონა, რომელიც დღეს გვიყურებს, დარწმუნდება, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა!

 

დედოფალი ელისაბედ ll 

women in power, ელისაბედ ll, გავლენიანი ქალები

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველობის სათავეში მდგომი დედოფალი ტახტს 65 წელიწადზე მეტია ამაგრებს. ელისაბედ ll-მ გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს, 27 წლის ასაკში მოირგო. 

 

ოპრა უინფრი - ტელეწამყვანი

ოპრა უინფრი, გავლენიანი ქალები 2021

ათობით ჯილდოს მფლობელი The Oprah Winfrey Show-ს ავტორი და წამყვანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელე პერსონაა. შოუ ეთერში პირველად 1986 წელს გავიდა. წლის ბოლომდე პროექტმა არხს 125 მილიონი დოლარო მოუტანა, საიდანაც პირადად უინფრის 30 მილიონი შეხვდა. წლების მანძილზე ტელეწამყვანმა ასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ხოლო ტელე სივრცეში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. 

 

შერილ სანდბერგი - Facebook-ის აღმასრულებელი ოპერატიული დირექტორი

შერილ სანდბერგი, Facebook ceo, 2021

Facebook-ში აღმასრულებელი ოპერატიული დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, სანდბერგი Google-ის გლობალური ონლაინ გაყიდვების დირექტორი გახლდათ. ახალ კომპანიაში შერილმა თავი მალევე დაიმკვიდრა და კომპანია კრიზისიდან გამოიყვანა. Facebook-მა, რომელმაც მანამდე 56 მილიონ დოლარიანი დანაკარგი ნახა, სანდბერგის მოსვლის შემდეგ, 2018 წელს 22.1 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. 2014 წელს შერილი Forbes-ის მილიარდერების სიაში Facebook-ში მისი წილის გამო მოხვდა. დღეის მონაცემებით მისი ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

 

სიუზან ვოიჩიცკი - YOUTUBE-ის აღმასრულებელი დირექტორი

susan wojcicki, Youtube CEO, გავლენიანი ქალები 2021

ვოიჩიცკი YOUTUBE-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2014 წლიდან მოყოლებული იკავებს. ის კომპანიის ისტორიაში ზემოთხსენებულ პოსტს ყველაზე დიდი ხანია ამაგრებს. 2000 წელს სიუზანმა Google-ში AdWords-ის მექანიზმი შეიტანა, რამაც კომპანიის გაყიდვები ერთ ორად გაზარდა, ხოლო მსოფლიო ბრენდებს ალტერნატიული სარეკლამო საშუალება გაუჩინა. დღეს ვოიჩიცკი Youtube-ის სათავეშია, რომელსაც ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

 

შონდა რაიმსი - ოსკაროსანი მწერალი და პროდიუსერი

სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო შოუს ავტორი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი და პროდიუსერია. Grey's anatomy ეთერში 2005 წელს გავიდა, დღეს კი მაყურებელი სერიალის მე-17 სეზონის დასრულებას ელის. ასევე რაიმსის ანგარიშზეა Scandal-ის შვიდი სეზონი, How to Get Away With Murder და 2021 წლის Netflix-ის სერიალი Bridgerton. 

შონდა რაიმსი, greys anatomy, გავლენიანი ქალები 2021

რაიმსი ასევე Times Up მოძრაობის მხარდამჭერი და თანაავტორია, რომელიც მიზნად სტუდიებსა და სააგენტოებში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და სისტემაზე ზეწოლას ისახავს. მოძრაობის მიზანი კანონმდებლობის შეცვლა და იმ კომპანიების მიმართ რადიკალური მიდგომაა, რომლებშიც გამუდმებულ სექსუალურ, თუ გენდერულ შევიწროებას აქვს ადგილი. 

 

კრისტინ ლაგარდი - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

კრისტინ ლაგარდი, გავლენიანი ქალები 2021

ლაგარდი ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსია. ის პირველი ქალია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოზიციას 2007-2011 წლებში იკავებდა. ლაგარდი მოგვიანებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი გახდა, დღეს კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სტატუსს ატარებს. 

 

ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ლიდერი გერმანიის კანცლერის პოზიციას 2005 წლიდან მოყოლებული იკავებს. მერკელი პოლიტიკაში ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1989 წელს მოვიდა.

ანგელა მერკელი, კანცლერი, გავლენიანი ქალები 2021

მოგვიანებით ის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის პოსტს ამაგრებდა. ამჟამად ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში მეოთხე ვადას ასრულებს. მან უკვე განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა მსოფლიო ასპარეზზე გერმანიის ერთ-ერთ მთავარ ხმად დარჩება. 

 

სერენა უილიამსი - ჩოგბურთელი

სერენა უილიამსი, ჩოგბურთელი, გავლენიანი ქალები 2021

სერენა უილიამსი 23 გრანდ სლემის სინგლის გამარჯვებული და ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლის რაც მას ყველა დროის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ქალის სტატუსს ანიჭებს. უილიამსი ასევე ქალთა უფლებების ამაყი ადვოკატი და ქველმოქმედია. 

 

ანა ვინტური - VOGUE-ის მთავარი რედაქტორი

შესაძლოა ვინტური პირველ რიგში მისი საფირმო ვარცხნილობითა და სათვალეებით ახსენდებათ, მაგრამ ეს ქალბატონი მოდის ისტორიაში დღემდე ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. VOGUE-ის მთავარი რედაქტორის პოზიციამდე ანამ რამდენიმე ცნობილი მოდურ ჟურნალში მოსინჯა ბედი. 1987 წელს ის Condé Nast-ის მთავარი რედაქტორი გახდა, მოგვიანებით კი ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიცია დაიკავა, რამაც ჟურნალის განვითარების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. 

ანა ვინტური, Vogue, გავლენიანი ქალები 2021

საზოგადოებაში ვინტურს ცივ და უხეშ ქალად მოიხსენიებენ. მისი ერთ-ერთი ძველი თანამშრომლის გამოგონილი ისტორიის მიხედვით The Devil wears Prada გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ასრულებენ. 

 

კაილი ჯენერი - ბიზნეს ვუმენი

მსოფლიოს #1 რეალითი შოუს ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი ასევე Forbes-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც თავისი პირველი მილიარდი საავტორო კოსმეტიკური ბრენდის - Kylie Cosmetics-ის საშუალებით მოიპოვა.

kulie jenner, კაილი ჯენერი, მილიარდერი, გავლენიანი ქალები 2021

ბრენდი 2015 წელს შეიქმნა, ხოლო მისი პირველი პროდუქტი Kylie Lip Kit გახლდათ, რომელიც თხევად ტუჩსაცხს და ტუჩის ლაინერს აერთიანებდა. 2018 წელს Forbes-მა კაილის კომპანია 800 მილიონ დოლარად შეაფასა. რამდენიმე წლის მანძილზე ჯენერი კომპანიის 100%-ს ფლობდა, 2019 წელს კი კოსმეტიკურ გიგანტს - Coty Inc-ს კომპანიის წილის 51% 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა. 

 

მიშელ ობამა - აშშ-ის 46-ე პირველი ლედი

michele obama, მიშელ ობამა, ამერიკის პირველი ლედი, 2021

სიღარიბის, ჯანსაღი ცხოვრებისა და განათლების პრობლემებს მიშელ ობამა თეთრ სახლში ცხოვრების დროს ყურადღებას განსაკუთრებით აქცევდა. ამერიკის პირველი შავკანიანი ლედი ყოველთვის აქტიურად იდგა მეუღლის გვერდით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 2 ვადით იკავებდა. მიშელი ქალთა უფლებათა დამცველი, ქველმოქმედი და ნიჭიერი იურისტია, რომელიც პირველი ლედის სტატუსის შემდეგაც განაგრძობს გენდერულ და რასობრივ უსამართლობასთან ბრძოლას. 

ზევით