#მოდა #სპორტი #კინო #საზოგადოება

10 ადამიანი დაუნის სინდრომით, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

გაზიარება:

არ არსებობს ქვეყნად რამე, რისი გაკეთებაც დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანებს არ შეუძლიათ, ისინი ამაში ყოველდღიურად გვაწმუნებენ. ქრომოსომული გენეტიკური ცვლილების მქონე ადამიანები ანგრევენ ბარიერებს, რომლებიც საზოგადოებამ მათ წინ ოდესღაც ააშენა, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და საოცარი წარმატებიც გვევლინებიან ხელოვნებაში, მოდასა თუ სპორტის სახეობებში.

ჩვენი პერფომანსი შეზღუდული შესაძლებლობების წარმოჩენისთვის არაა, პირიქით ის შესაძლებლობების ჩვენებას ემსახურება

ზაკ გოცაგენი

ზაკი არა ერთი ცნობილი ფილმის სამსახიობო გუნდის შემადგენლობაშია, თუმცა მსახიობს ყველაზე დიდი აღიარება ფილმ The Peanut Butter Falcon-ში, შია ლებაფთან ერთად შესრულებულმა როლმა მოუტანა. თანამსახიობების ურთიერთობა მეგობრობაშიც გადაიზარდა და ლებაფიც გულწრფელად აცხადებდა, რომ სწორედ ზაკის პირდაპირობამ და ბრუტალურმა გულწრფელობამ გადაარჩინა ის ყველაზე რთულ მომენტში.

მედლინ სტიუარტი

მედლინი, პირველი პროფესიონალი მოდელია დაუნის სინდრომით. მან 2015 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. სტიუარტმა გასულ წელს საკუთარი ტანსახმლის ხაზი გამოუშვა სახელწოდებით, 21 Reasons Why.

პაბლო პინელა

პაბლო პირველი ადამიანია ევროპაში დაუნის სინდრომით, რომელმაც უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვა. მეორე პროფესიით მსახიობმა, პინელამ, 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმ Yo, también-ში, რომელიც თავად პაბლოს მსგავსად დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის ცხოვრებაზე გვიამბობდა, რომელსაც უნივერსიტეტის დამთავრება ჰქონდა გადაწყვეტილი.

სუჯიტ დესაი

სუჯიტი იდეალურად ფლობს 7 მუსიკალურ ინსტუმენტს, მათ შორის საქსაფონს, ვიოლინოს, ფორტეპიანოს, საყვირსა თუ დრამებს. დესაი, დაუნის სინდრომით დაავადებული პირველი ადამიანია, რომელმაც Carnegie Hall-ში დაუკრა.

იზაბელა სპრინგმულ ტეჯადა

იზაბელა პირველი ადამიანი გახლდათ დაუნის სინდრომით, რომელმაც საკუთარი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა, თანაც საკმაოდ დიდი წარმატებით. 

ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ სხვების მსგავსი ვიყავი, უბრალოდ ზედმეტი ქრომოსომა მქონდა. თავად,  ამაში დასარწმუნებლად, დიდი დრო დამჭირდა.

 ტიმ ჰარისი

სპეციალურ ოლიმპიურ ჩემპიონატზე, კალათბურთში, ხელბურთსა თუ გოლფში შესანიშნავი შედეგი აჩვენა და რამდენიმე ოქროს მედალი ერთდროულად მოიპოვა. ჰარისი დაუნის სინდრომის მქონდე ერთადერთი ადამიანი შეერთებულ შტატებში, რომელსაც საკუთარი რესტორანი აქვს გახსნილი.

ჯეიმი ბრევერი

American Horror Story-ს მაყურებლისთვის ჯეიმი საკმაოდ ცნობილი მსახიობია, ბრევერი სერიალის თითქმის ყველა სეზონში მონაწილეობდა, თანაც ბრწყინვალედ. 2015 წელს, ჯეიმი გახლდათ პირველი გოგო, დაუნის სინდრომით, რომელმაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე გაიარა, მისი დებიუტის შემდეგ ჩვენებაში მედლინ სტიუარტიც ვიხილეთ.

ჩელსა ვერნერი

ჩელსას 2 წლამდე სიარული არ შეეძლო, ექიმები ამბობდნენ, რომ მას კუნთების ტკივილი სამუდამოდ დარჩებოდა, თუმცა გოგონამ საპირისპირო დაამტკიცა, როდესაც ტანვარჯიშში US National Championships-ის გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით, ჩელსამ პროფესია შეიცვალა და მოდელად მოგვევლინა, მან Teen Vogue-ის გარეკანი დაამშვენა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც არა ერთხელ მიიღო მონაწილეობა.

პაულა სეიჯი

შოტლანდიელი მსახიობი გახლავთ დაუნის სინდრომის მქონდე პირველი ადამიანი, რომელმაც BAFTA-ს ჯილდო დაიმსახურა. სამსახიობო კარიერაზე საუბრისას პაულამ აღნიშნა: „ეს შესანიშნავი გამოცდილებაა, კიდევ ერთი საბაბი, რის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ ისაა, რომ სხვებს მივახვედრო ის, რაც თავად უკვე ვიცი“.

ტიმი იოსეფი

BBC One-ის ეთერში ტიმის დებიუტი სამედიცინო დრამა Holby City-ში შედგა, სამსახიობო კარიერაში გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, ტიმიმ Blue Apple Theatre დააფუძნა და თეატრის დადგმებში თავადაც ხშირად მონაწილეობს.

რასაკვირველია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა წარმატება მსოფლიოს გარშემო ამ ათეულით არ შემოიფარგლება, ადამიანები ზედმეტი ქრომოსომით ყოველდღიურად უმტკიცებენ სამყაროს იმას, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა.

ზევით