#მუსიკა

წინანდლის მამულში ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“ იწყება!

გაზიარება:

დღეს, ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“, კახეთში სტარტს მეშვიდედ აიღებს. 2023 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით იტალია წარდგება.

წინანდლის მამულში, „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“, ტრადიციად ქცეული ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. რამდენიმე საათში, ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის, იტალიის, ღვინოსაც დააგემოვნებენ. დღევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

დეგუსტაციის შემდეგ, 14:00 საათზე, ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი. ფესტივალის სტუმრებს, უკვე ნაცნობი იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი მუსიკის ფონზე ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

15.00 საათზე ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.

რაც შეეხება სადღესასწაულო განწყობას, ის 19.00 საათიდან, ბოლრუმში შეიქმნება, სადაც მსმენელი, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტს მოისმენს.

დღის კულმინაციური მომენტი კი 21:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე დადგება, მსმენელის წინაშე ცნობილი ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება.

ზევით