რთულია წლევანდელი მეთ გალას ლუქებიდან საუკეთესო ამოვარჩიოთ, რადგან მსოფლიო ვარსკვლავების უმრავლესობა გამორჩეულად და უნიკალურად გამოიყურებოდა. მოდის სამყაროში Met Gala სტილისტებისა და დიზაინერებისთვისაც უმნიშნელოვანესი დღეა. ერთ-ერთი ცნობილი სტილისტი კუმი კრაიგი გახლავთ, რომელიც წლებია ცნობილი ადამიანების გარეგნობაზე ზრუნავს. წელსაც, სწორედ მისი ხელწერა დაეტყო ირლანდიელი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ლუქს.
ჯეიმი დორნანი წლევანდელ გალაზე, Loewe-ს სამოსში იყო გამოწყობილი. ხოლო სტილისტმა მსახიობის ვარცხნილობისთვის American Crew-ს პროდუქცია გამოიყენა. კუმი კრაიგი ამბობს, რომ თავის გუნდს სურდა, ჯეიმის თმასა და წვერს მარტივი და სადა ვიზუალი ჰქონოდა. ამისათვის მან American Crew-ს პროდუქციიდან რამდენიმე ძირითადი პროდუქტი გამოიყენა. მათი საშუალებით ჯეიმის ხვეულები უფრო გამოიკვეთა და თმამაც უკეთესი ტექსტურა მიიღო.
"რაც შეეხება წვერს, ის დავარბილეთ, დავატენიანეთ და წითელი ხალიჩის ღამისთვის გავამზადეთ”, - ამბობს სელებრითების სტილისტი, კუმი კრაიგი.
თუ გსურთ, გაიმეოროთ მსგავსი ვარცხნილობა, შეგიძლიათ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყვეთ:
1. პირსახოცის გამოყენებით გაიშრეთ თმა და შეასხურეთ American Crew Prep and Prime ტონიკი, რათა თმა მეტად მართვადი გახდეს და ვარცხნილობაც მარტივად გასაკეთებელი იყოს.
2. ამის შემდეგ, თმაზე თანაბარი რაოდენობით გადაინაწილეთ American Crew Fiber კრემი, რომელმაც გამოკვეთა ჯეიმის ხვეულები, მიანიჭა თმას ბუნებრივი ბზინვარება და უფრო მოქნილი, მარტივად დასამორჩილებელი გახადა.
3. თმაზე მუშაობისა და ვარცხნილობის დასრულების შემდეგ, წვერისათვის American Crew 2-1-ში კანის დამატენიანებელი და წვერის კონდიციონერი გამოიყენეთ. ის დაარბილებს წვერს და დაატენიანებს სახის კანს.
და აი ასე, ჯეიმისის მსგავსად, თქვენი წვერი და თმა რბილი და მბზინვარე გახდება.
American Crew, Men™-ის ოფიციალური მომწოდებელი ბრენდი, 1994 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული მამაკაცთა თმისა თუ წვერის მოვლისათვის სპეციალურ სივრცეს ქმნის. 25 წლის შემდეგ კომპანიამ პრემიუმ პროდუქტების მომცველი პორტფოლიო შეადგინა. პროდუქტებმა იდეალურად გაამართლა სტილისტების მოთხოვნები და მომხმარებელი მამაკაცების ნდობაც მოიპოვა. თმიდან დაწყებული სხეულის მოვლით, პარსვით, კანის მოვლითა თუ სუნამოებით დამთავრებული - American Crew თანამედროვე მამაკაცთა ყველა მოთხოვნას უპასუხებს. ესაა გარდამტეხი სივრცე პროფესიონალური გრუმინგის ინდუსტრიაში. დღეს American Crew 30000-ზე მეტი სალონის, სადალაქოსა თუ 50 სხვადასხვა ქვეყნის საცალო ვაჭრობის ობიექტის დისტრიბუტორია.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საუკეთესო მსახიობები და სხვა ნომინაციების გამარჯვებული ხელოვანები გამოავლინა.
წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი ცნობილ მოდის სახლებს დაეთმო და ვიხილეთ 40-მდე ახალი დიზაინერის ნამუშევრები, მათ შორის ქართველი ირაკლი რუსაძეც იყო, რომლის ბრენდის, Situationist-ის პრეზენტაცია შედგა.
იტალიის დედაქალაქში ლეგენდარული მოდის სახლების: ვერსაჩეს, პრადას, ფენდის, მოსკინოს ჩვენებები გაიმართა. ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი კვირეულის საუკეთესო მომენტებს.