#მოდა #MBFW TBILISI

SITUATIONIST FW 2021: ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის მიქსი #MBFW

გაზიარება:

და აი ისიც, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 4-დღიანი ციებ-ცხელება დასრულდა, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონების უკანასკნელი ჩვენება კი ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დიზაინერს, ირაკლი რუსაძეს და მის ბრენდს SITUATIONIST-ს ეკუთვნით.

SITUATIONIST FW 2021

SITUATIONIST-ის კონცეფცია ტანსაცმლის ხასიათისთვის შექმნას მოიაზრებს და არა სხეულისთვის. ბრენდის თითოეულ ნამუშევარს მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნის.

SITUATIONIST FW 2021

პარიზის მოდის კვირეულზე შთამბეჭდავი 6-წუთიანი ვიდეოს ხილვის შემდეგ, რომელიც მოდის ანთროპოლოგიის ნიმუშს უფრო წააგავდა, ვიდრე უბრალოდ ლუქბუქს, ირაკლი რუსაძემ 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე წარმოგვიდგინა.

SITUATIONIST FW 2021

ირაკლი რუსაძის ხელწერის ამოცნობა რთული არასდროსაა, ის ყოველთვის განსხვავებულ და შთამბეჭდავ კოლექციებს გვთავაზობს, რომლებსაც ფონად მუდამ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის მიქსი გასდევს.

SITUATIONIST FW 2021

ირაკლი რუსაძისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმას აქვს, თუ რა კოლექციას წარადგენს საზოგადოების წინაშე, არამედ რა ფორმით და როგორ წარადგენს მას, ალბათ, სწორედ ეს თვისება გამოარჩევს ახალგაზრდა დიზაინერს სხვებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ბრენდის პარიზული ვიდეორგოლიდან თვალი თვეების წინ შევავლეთ, მისი ახლებურად წარმოჩენისა და უკვე ნანახით ხელახლა გაოცების იმედი არ გაგვცრუებია.

SITUATIONIST FW 2021

ირაკლი რუსაძე თვითნასწავლი დიზაინერი და ცნობილი ქართული ბრენდის SITUATIONIST-ის დამაარსებელი გახლავთ. ირაკლიმ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, 15 წლისამ გაიკვლია გზა მოდის ინდუსტრიაში, 21 წლის ასაკში კი Mercedes-Benz Fashion Week-ზე პირველი კოლექციაც წარადგინა.

ზევით