MBFW TBILISI

BERHASM-ის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების ზეიმი MBFW თბილისზე

BERHASM-ის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების ზეიმი MBFW თბილისზე

Berhasm დიზაინერ ბესო თურაზაშვილის მიერ თბილისში დაფუძნებული ბრენდია, რომელიც, თავდაპირველად,  გვერდით პროექტად შეიქმნა და მაისურებისა და კაპიუშონების მცირე ხაზს აერთიანებდა. წლებთან ერთად, Berhasm გაფართოვდა და მალე როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების შექმნა დაიწყო. ბესო თურაზაშვილის ბრენდის დებიუტი 2019 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა და მას შემდეგ, ის და მისი ბრენდი, მოდის დედაქალაქის რეგულარული სტუმრები არიან.

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძე ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სახელი მოდის სამყაროსთან, სულ რამდენიმე წლის წინ გააიგივა, მაშინ, როდესაც მივიწყებულ ბავშვობის ჰობს - ხატვას მიუბრუნდა და ის ხელახლა აღმოაჩინა. ტილოდან ლუკამ მალევე სამოსზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის - ხელით მოხატული სამოსის შექმნა დაიწყო.

GFF Prize: კონკურსი დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერად

GFF Prize: კონკურსი დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერად

ქართული მოდა განსაკუთრებული ნიჭის, ხედვისა და შემოქმედების უნარის მქონე სახელებისა და ბრენდების ძიებას განაგრძობს და მოდის ინდუსტრიას, როგორც COVID 19-ის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ბიზნეს სექტორს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამაარსებლის, სოფო ჭყონიას ინიციატივით, Georgian Fashion Foundation დიზაინერებისთვის კონკურსს აცხადებს.

დუა ლიპა MACH & MACH-ის ფეხსაცმელებით გამოჩნდა

დუა ლიპა MACH & MACH-ის ფეხსაცმელებით გამოჩნდა

ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, დუა ლიპა, რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ქართული ბრენდის ფეხსაცმელებით გამოჩნდა. დუამ, დები გვანცა და ნინა მაჭავარიანების ბრენდ MACH & MACH-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო.

Street Style MBFW Tbilisi

Street Style MBFW Tbilisi

როგორც წესი, მოდის კვირეული საზოგადოების ყურადღების ქვეშ არა მხოლოდ ჩვენებებით, არამედ ასევე Street style შოუებით ექცევა, რომლისთვისაც ინფლუენსერები და მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ემზადებიან.

სოფო ჭყონია: „მთელი ეს პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი აღმოჩნდა“

სოფო ჭყონია: „მთელი ეს პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი აღმოჩნდა“

საქართველოს, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნის, მსოფლიო მოდის რუკაზე მონიშვნა მარტივი საქმე არ ყოფილა, ხანგრძლივ პროცესში საკმაოდ დიდი ძალისხმევა, ფიზიკური თუ მატერიალური რესურსი და ენერგია ჩაიდო, ქართული მოდის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხში კი მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების გვერდით, სოფო ჭყონიას სახელი საპატიო ადგილს იკავებს.

SITUATIONIST FW 2021: ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის მიქსი #MBFW

SITUATIONIST FW 2021: ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის მიქსი #MBFW

და აი ისიც, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 4-დღიანი ციებ-ცხელება დასრულდა, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონების უკანასკნელი ჩვენება კი ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დიზაინერს, ირაკლი რუსაძეს და მის ბრენდს SITUATIONIST-ს ეკუთვნით.

TEYO FW 2021: ქალის და ბუნების ჰარმონიული სინთეზი #MBFW

TEYO FW 2021: ქალის და ბუნების ჰარმონიული სინთეზი #MBFW

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოება და მისი მშვენირებით ტკბობა ყოველი ჩვენგანის დაუოკებელი სურვილი გახდა და რა გასაკვირია, თუ კი ეს გრძნობები ქართველი დიზაინერების ნამუშევრებშიც აღიბეჭდა. მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დღევანდელი განრიგის მესამე ციფრული ჩვენება თეონა გარდაფხაძის ბრენდ TEYO-ს ეკუთვნის.

TAKO MEKVABIDZE FW 2021: ბიანკა ჯაგერის სტილით შთაგონებული კოლექცია #MBFW

TAKO MEKVABIDZE FW 2021: ბიანკა ჯაგერის სტილით შთაგონებული კოლექცია #MBFW

ათწლეულზე მეტია თაკო მექვაბიძე ყოველ სეზონზე მნახველს ერთიანად მონუსხულსა და აღფრთოვანებულს ტოვებს, დიზაინერს და მისივე სახელწოდების მქონე ბრენდს ჩვენთვის იმედი ამ დრომდე არც ერთხელ არ გაუცრუებიათ, რაც მთავარია, დიზაინერს წლიდან-წლამდე განვითარება და წინსვლა ნათლად ეტყობა. მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დღევანდელი დღის მეორე ციფრული ჩვენება, სწორედ TAKO MEKVABIDZE-ს ეკუთვნის.

AKA NANITA FW 2021: ქალური სილამაზის, სინაზისა და ძლიერების ტანდემი #MBFW

AKA NANITA FW 2021: ქალური სილამაზის, სინაზისა და ძლიერების ტანდემი #MBFW

მერსედეს-ბენც ციფრული მოდის კვირეულის უკანასკნელი დღეც მოახლოვდა, დღის განრიგში ოთხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინერი იყო წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ ამ ჩვენებების ხილვის მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო. დღევანდელი ციფრული ჩვენებების გახსნის პატივი აკა ნანიტაშვილის ბრენდ AKA NANITA-ერგო.

ზევით