#კულტურა #მუსიკა

სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის” გამარჯვებულია

გაზიარება:

დღეს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს აღმოჩენაა. სანდრო „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო”, რიგით 66-ე, კონკურსის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ფინალში, 20 წლის პიანისტი ჩინელი და პორტუგალიელი კონკურენტების წინააღმდეგ იბრძოდა და ერთპიროვნულ ლიდერადაც მოგვევლინა.

სანდრო გეგეჭკორმა გასულ ღამეს, დიდ დარბაზში, კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა, რაც მისთვის გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ამ რთული და საპასუხისმგებლო გზის გავლა სანდრო გეგეჭკორმა დიდი ძალისხმევის, თავდადების და შრომის შედეგად მოახერხა.

„მარია კანალასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია, პირველობის მოსაპოვებლად, წელს, 400-მდე კონკურსანტი იბრძოდა, რომელთაგანაც 34 საუკეთესო შეირჩა, ნახევარფინალისთვის მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა, რაც შეეხება ფინალის პირველ ეტაპს, აქ 7-მა პიანისტმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და 3 რჩეულიც შეირჩა.

„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო”, რიგით 66-ე, კონკურსის გამარჯვებულს, პირველ პრემიასთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო (25000 €) და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. 

ზევით