#კულტურა #მუსიკა

სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის” ფინალისტია

გაზიარება:

ახალგაზარდა, ნიჭიერი ქართველი ხელოვანები ჩვენს გაოცებას აგრძელებენ, 20 წლის პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის” 3 ფინალისტთა შორის მოხვდა. 

გადავედი ბოლო ტურში, ფინალის ბოლო ფაზაში,  14-ში დავუკრავ დიდ დარბაზში, კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს, მგონი სიზმარში ვარ...

„მარია კანალასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია, პირველობის მოსაპოვებლად, წელს, 400-მდე კონკურსანტი იბრძოდა, რომელთაგანაც 34 საუკეთესო შეირჩა, ნახევარფინალისთვის მათი რაოდენობდა 15-მდე შემცირდა, რაც შეეხება ფინალის პირველ ეტაპს, აქ 7-მა პიანისტმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და 3 რჩეულიც შეირჩა. ბუნებრივია, ამ რთული და საპასუხისმგებლო გზის გავლა სანდრო გეგეჭკორმა დიდი ძალისხმევის, თავდადების და შრომის შედეგად მოახერხა.

14 ივლისს „მარია კანალასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის” ფინალში ერთმანეთს საქართველოს, პორტუგალიისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან, The Diary-ს გუნდი წარმატებას უსურვებს სანდრო გეგეჭკორს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების საკითხში.

ზევით