რას ვუყუროთ იანვარში? 2024 წლის ახალი ფილმები და სერიალები

ახალი წლის დადგომას, სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად, ფილმებისა და სერიალების სრულიად ახალი ნაკრებიც ახლავს ბონუსად. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი ხშირად დასვენებასთან და შვებულებასთანაა ასოცირებული, აუცილებლად დაგვჭირდება ფილმებისა და ახალი შოუების სია, რომელიც ზამთრის ცივი ღამეების სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება. 

The Brothers Sun

Netflix-ის თრილერის ჟანრის სერიალის პრემიერა საკაბელო არხზე გუშინ, 4 იანვარს შედგა. The Brothers Sun ჩარლზ სანის ისტორიას მიჰყვება, რომელიც მამის მკვლელობის შემდეგ ლოს-ანჯელესში, დედისა და უმცროსი ძმის გადასარჩენად მიემგზავრება. ჩარლზის როლში ჯასტინ ჩიენი გვევლინება, სერიალში აგრეთვე მონაწილეობენ მიშელ იოუ, სემ ლი, ალისა ჰიუკინი და სხვები.

He Went That Way

ჰოლივუდში ახლახან ამობრწყინებული ვარსკვლავის, ჯეიკობ ელორდის მონაწილეობით, He Went That Way ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ კრიმინალურ თრილერს წარმოადგენს. ფილმში მოქმედება 1964 წელს ვითარდება და სერიული მკვლელ ბობის (ჯეიკობ ელორდის მონაწილეობით) ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთ დღესაც მორიგ მსხვერპლთან, ჯიმთან (ზაქარი ქუინტრო) აღმოჩნდება მანქანაში. ორივე პერსონაჟს საკუთარი გზა აქვს გასავლელი, მათ განსხვავებული მიზნები და სურვილები ამოძრავებთ, ჯეიკობსა და ზაქარის შორის არსებული ქიმია კი ამ მოგზაურობას ორმაგად საინტერესოს ხდის.

Boy Swallows Universe 

მინისერიალი, რომლის პრემიერაც Netflix-ზე 11 იანვარსაა ჩანიშნული, 1980-იანი წლების შუა პერიოდში, ბრისბენის გარეუბანში, მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი იკვლევს სიყვარულის, დანაკარგისა და გამოსყიდვის თემებს ოჯახის მოგზაურობაზე დაყრდნობით, რომელიც ცდილობს საკუთარი სიმშვიდის აღდგენას მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ნარკობარონმა მათი სამყაროს სიმყუდროვე დაარღვია. სერიალში მთავარ როლებს ტრევის ფიმელლი, ლი ტაიგერ ჰალი, კრისტოფერ ჯეიმს ბეიკერი და ფიბი ტონკინი ასრულებენ.

Mean Girls

არავინ იცის სჭირდებოდა თუ არა სამყაროს საკულტო Mean Girls-ის რებუთი, თუმცა ის 12 იანვრიდან უკვე აქ არის. ფილმი, რომელიც 2000-იანების კლასიკის რიმეიქს წარმოადგენს, ორიგინალი ეკრანიზაციის მსგავსად კედის ისტორიას მიჰყვება. კედი ცდილობს ახალი გარემოს დაუწერელ კანონებში გაერკვეს და მოულოდნელად, სკოლის A-list-ერებთან იწყებს მეგობრობას. ამბავი, ამჯერადაც შეთქმულებითა და შურისძიებით იქნება სავსე, ორიგინალის ხიბლითა და სახასიათო კომედიით, თუმცა სრულიად ახალი ხედვით.

Self Reliance

ჩვენი საყვარელი კომიკოსი მსახიობი ჯეიკ ჯონსონი სერიალის მთავარი გმირი და მისი რეჟისორი გახლავთ. ეს ჯეიკისთვის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი პროექტია, რომელიც კომედიური თრილერის ჟანრში ვითარდება. ჯეიკის პერსონაჟი ტომი იღებს მოსაწვევს, თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომლის წესებიც საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს. თუკი ტომი გაიმარჯვებს, ის პრიზის სახით 1 მილიონ დოლარს მიიღებს, თუმცა გასამარჯვებლად მას 30 დღის განმავლობაში, ნამდვილი მონადირეებისგან მოუწევს გაქცევა. სერიალის პრემიერა 12 იანვარს, Hulu-ზეა ჩანიშნული, გირჩევთ ეს თარიღი მოინიშნოთ.

Echo

Marvel-ის მეხუთე ფაზის უახლესი სერიალის პრემიერა 9 იანვარს შედგება. სერიალში, ალაქუა კოქსი მაია ლოპესის - აგრეთვე ცნობილი როგორც ექოს, როლს მოირგებს და საკუთარი მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენის გზით, შეეცდება წარსულთან დაპირისპირებას და შურისძიებას.

The End We Start From

24 იანვარს კიდევ ერთი საინტერესო ეკრანიზაციის პრემიერა იგეგემება, რომელიც დედის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ფონზე, შვილთან ერთად სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. აღორძინებისა და განახლების ძლიერი თემებით და აღმაფრთოვანებელი ისტორიით, The End We Start From იკვლევს დედობას იმ ეპოქაში, სადაც ეკოლოგიური კრიზისები სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. ფილმში მთავარ როლებს ჯოდი კომერი, ბენედიქტ კამერბეჩი და კეტრის უოტერსონი ასრულებენ.

Miller's Girl

მარტინ ფრიმანისა და ჯენა ორტეგას მონაწილეობით, ეს რთული და საკმაოდ მომხიბვლელი დრამა მოგვითხრობს მასწავლებლისა და მოსწავლის შემოქმედებითი ურთიერთობის შესახებ, რომელიც კომედიიდან, მალევე ფსიქოლოგიურ თრილერად გადაიქცევა. Miller's Girl ეკრანებზე  26 იანვარს გამოვა.

ზევით